ავტორი:

ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა

ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსით გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი შვილიშვილი ავრცელებს.

"ბაბუ - კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი. პანაშვიდი: 30-31 მაისი. ფანასკერტელის მე-6 კორპუსი, მე-11 სადარბაზო, მე-3 სართული.გამოსვენება სამშაბათს, 1 ივნისს, 15:00 სთ-ზე. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში, ვაჟა ფშაველას გამზირზე (სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით).

მისი გულშემატკივრების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ყველა რეკომენდაცია, რათა ხელი არ შევუწყოთ საზარელი ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას.

ძალიან დიდი მადლობა ბაბუს ყველა მეგობარს, გვერდში მდგომს, სტუდენტს, კოლეგას და ნებისმიერ ადამიანს, ვისგანაც მას სიყვარული და დაფასება უგრძვნია" - წერია ინფორმაციაში.

არნოლდ გეგეჭკორი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი იყო.

1963 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. მოვლილი აქვს დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა. ეს ის ადამიანია, რომელიც ტელეეკრანზე, 32 წლის განმავლობაში, საქართველოს „პირველი არხის“ ტელევიზიით, „ბუნების კარს“ უძღვებოდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს - რა ვითარებაა ხეობაში