ავტორი:

"8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის მერე, საუბარი, რომ ქვეყანაში კორუფციაა, ცოტა სუსტი მგონია, მაშინ თვითონაც ყოფილა ამ კორუფციული სქემების მონაწილე" - ვაშაძე გახარიაზე

"8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის მერე, საუბარი, რომ ქვეყანაში კორუფციაა, ცოტა სუსტი მგონია, მაშინ თვითონაც ყოფილა ამ კორუფციული სქემების მონაწილე" - ვაშაძე გახარიაზე

8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის მერე, უბრალოდ საუბარი, რომ ქვეყანაში კორუფციაა პრობლემა, ცოტა სუსტი მგონია, რადგან მაშინ თვითონაც ყოფილა ამ კორუფციული სქემების მონაწილე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად აღიქვამს მას ოპონენტად, ვაშაძე პასუხობს, რომ ის მის ცნიბიერებაში არ არის ფორმირებული, როგორც პოლიტიკური ძალა.

ვაშაძე მიიჩნევს, თუ მას ოპოზიციაში ყოფნა სურს ხელისუფლებასთან მყოფ ძალასთან მიმართებით მკაფიო გზავნილები უნდა ჰქონოდა.

“საკმაოდ სუსტი იყო გუშინდელი ღონისძიება. ვფიქრობ, გიორგი გახარიას კვლავაც აქვს პასუხი გასაცემი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე: მისი მთავრობაში ყოფნის დროს რატომ შემცირდა ეკონომიკა,ინვეტიციები, სამუშაო ადგილების რაოდენობა, რატომ მოხდა 20 ივნისს, რომ პროტესტის მონაწილე ადამიანებს თვალები დასთხარეს, რატომ გაიზარდა კრიმინალი - ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს და უბრალოდ საუბარი 8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის მერე, რომ ქვეყანაში კორუფციაა პრობლემა, ცოტა სუსტი მგონია, რადგან მაშინ თვითონაც ყოფილა ამ კორუფციული სქემების მონაწილე. პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი იყო, რომელსაც პირდაპირ ევალება ებრძოლოდ კორუფციას, ასევე ბიზნესომბუდსმენი იყო და თუ ბიზნესებს კორიფციულად რამეს სთხოვდნენ, მაშინ თვითონ ხმა უნდა ამოეღო, ჯერ კიდევ მაშინ. ამიტომ ეს კითხვები არის საზოგადოებაში და პასუხი უნდა გასცეს",- განაცხადა ვაშაძემ.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?