ავტორი:

"ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია არავის სათადარიგო ვარიანტი არ არის!" - ანა ბუჩუკური

"ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია არავის სათადარიგო ვარიანტი არ არის!" - ანა ბუჩუკური

ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია არავის სათადარიგო ვარიანტი არ არის, - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტი.

როგორც მან აღნიშნა, ზეპირსიტყვიერად ამის მტკიცებას ახლა აზრი არ აქვს და ამ ყველაფერს საზოგადოება მათი ქმედებებით შეაფასებს.

"გიორგი გახარიამ უკვე ისაუბრა ზოგად ხედვებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ჩვენი გუნდის მიმართ დიდი მოლოდინია საზოგადოებაში. პარტიული დაფინანსება იქნება საჯარო, ორივე მხარე ბევრ რამეს გვაბრალებს, ამიტომ სერიოზულად არ ღირს ამ ყველაფერში შესვლა. გიორგი გახარია ბევრი სხვადასხვა თვისებით გამოირჩეოდა, მათ შორის იმითაც, როგორი იყო მისი დამოკიდებულება კორუფციასა და ნეპოტიზმზე,"- განაცხადა ბუჩუკურმა და კრიტიკოსებს ურჩია, ამ საკითხზე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები ("ქართულ ჯიგრულ პონტში") არ გამოიყენონ.

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია..." - რა განცხადებას აქვეყნებს მამუკა მდინარაძე

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

"დადგინდეს, თუკი ვინმეს გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა" - მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე