Fring ქალაქისა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის შესაძლებლობას იძლევა

Fring ქალაქისა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის შესაძლებლობას იძლევა

მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი პოპულარული ინტერნეტ-მესენჯერის Fring-ის ახალი ფუნქცია ამიერიდან მომხმარებლებს ქალაქისა და მობილურ ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სერვისს FringOut ჰქვია და მისი ტარიფები 1 ცენტიდან იწყება.

ამ დროისთვის მომსახურება მხოლოდ Nokia-ს სმარტფონებზეა გათვალისწინებული, უახლოეს მომავალში კი ის Android-ისა და iPhone-ს პლატფორმის აპარატებზეც გავრცელდება. Fring-ის მეშვეობით საუბრის ღირებულება იმ რეგიონის მიხედვით განისაზღვრება, სადაც მოსაუბრის ნომერია დაფიქსირებული.

მულტიმედიური ინტერნეტ-მესენჯერი Fring მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნისა და უფასო ხმოვან და ვიდეოჩატით კავშირის საშუალებას აძლევს, 2010 წლის ივლისამდე მას პოპულარულ ინტერნეტ-სატელეფონო სერვის Skype-თან მხარდაჭერაც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ კონკურენტისგან თანამშრომლობაზე უარი მიიღო.

მომზადებულია fring.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)