ავტორი:

"დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა" - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს

"დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა" - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს

"თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა", - ამ სიტყვებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართა.

ბიუროს სხდომაზე დისკუსიის საგანი იყო "სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას და ძველი ნორმების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი სასჯელების არავის ეშინია.

"საოცარია, რომ პოლიციის დღეს, ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება “სტატეგია აღმაშენებელი“ აი ასე შეხვდა - დაჩქარებული წესით ითხოვენ იმის განხილვას, რომ თურმე სანქციები უნდა შევარბილოთ იმაზე, რასაც თვენახევრის განმავლობაში ვხედავდით, როცა ოპოზიცია პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა - ხან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ მოვლენებზე, როცა პოლიციელთა მიმართ საათების განმავლობაში ფიზიკური შეტევა ხორციელდებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას, ვინც მანიფესტაციას კანონის დაცვით ატარებს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით არაფერი ეზღუდება.

თავის მხრივ, ვაშაძემ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეპრესიული კანონების მიღებაში დაადანაშაულა. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ცვლილებები მიუთითებს მათ პოლიტიკურ ინტერესზე, რომ რეპრესიული მექანიზმებისა და სანქციების გაძლიერების გზით შეაკავოს ქვეყანაში არსებული მზარდი პროტესტი.

"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე

"ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ..." - ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

"სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის" - იენს სტოლტენბერგის განცხადება