ავტორი:

ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი, მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით, საავადმყოფოში მაისის ბოლოს გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოდან უახლოეს მომავალში გაწერენ.

უცნობია, როგორ დაინფიცირდა პაციენტი. ვირუსი მისი ახლო კონტაქტებიდან, ჯერჯერობით, არავის დადასტურებია.

ჩინეთში ფრინველის გრიპის სხვადასხვა შტამია გავრცელებული და ზოგიერთი მათგანი ადამიანებს დროდადრო აინფიცირებს. H7N9 შტამმა 2016-2017 წლებში დაახლოებით 300 ადამიანი იმსხვერპლა.

რაც შეეხება H10N3-ს, ამ შტამით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით მსოფლიოში არსად დაფიქსირებულა.

"უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" - პუტინი

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან

ჯანმომ "სინოვაკს" საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა