ავტორი:

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან

კალიფორნიაში თინეიჯერმა გოგონამ მოიგერია დათვი, რომელიც ძაღლებს ესხმოდა თავს. დრამატული სანახაობის ამსახველი ვიდეო მედიაში ვირუსულად გავრცელდა. გოგონა და მისი სამი ძაღლი თავისივე ეზოში იყვნენ, როდესაც დათვმა ღობიდან სცადა გადაძრომა და ძაღლებზე თავდასხმა.

17 წლის გოგონა უშიშრად მიეჭრა დათვს და ძაღლებზე თავდასხმაში ხელი შეუშალა. გოგონა ამბობს, რომ ძაღლების გაბმულად ყეფა გაიგონა და ეზოში გავიდა, რათა შეემოწმებინა თუ რა ხდებოდა. დაინახა, რომ დედა დათვს მის ძაღლებზე მიჰქონდა იერიში.

პირველი რეაქცია კი ის იყო, რომ დათვს ხელი ჰკრა და ღობიდან გადააგდო.

"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი

რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან იტალიური "მაფიის ბოსი" - ვინ არის ჯოვანი ბრუსკა, რომლის სახელსაც 100-ზე მეტი მკვლელობა უკავშირდება

"ეს სიძულვილი საზიზღარია და უნდა შეწყდეს" - კანადაში მუსლიმი ოჯახის მკვლელობის დეტალები: რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი