ავტორი:

"გახარია მაქსიმალურად დაუპირისპირდება კობახიძეს, ღარიბაშვილს და დანარჩენებს, მაგრამ შეეცდება, ხიდი არ დაწვას ივანიშვილთან" - რა პერსპექტივა აქვს ექსპრემიერის ოპოზიციონერობას?

"გახარია მაქსიმალურად დაუპირისპირდება კობახიძეს, ღარიბაშვილს და დანარჩენებს, მაგრამ შეეცდება, ხიდი არ დაწვას ივანიშვილთან" - რა პერსპექტივა აქვს ექსპრემიერის ოპოზიციონერობას?

31 მაისს, პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ქართული ტელევიზიების თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდა. მიუხედავად ჟურნალისტების მიერ დასმული მწვავე კითხვებისა, ექსპრემიერს ახალი არაფერი უთქვამს, რაც აქამდე არ მოგვისმენია. აქედან გამომდინარე, ექსპერტთა ნაწილის თქმით, ცხადი გახდა, რომ ახალი პოლიტიკური ლიდერი "ქართული ოცნების“ ელექტორატზე მუშაობს. "გახარიას გზავნილები, რაც გუშინ გაახმოვანა, მიმართული იყო "ქართული ოცნების“ ამომრჩევლისკენ. ბოლო დროს არაერთხელ მითქვამს, რომ დაწყებულია "ქართული ოცნების“ სეგმენტაცია და გახარიას პრეტენზია აქვს ამ ელექტორატზე. მისი ყველა გზავნილი 20 ივნისთან, ანაკლიასთან, კორუფციასთან და ა.შ. დაკავშირებით, ამ ამომრჩეველის შემთხვევაშია მეტ-ნაკლებად ეფექტიანი. ოპოზიციის ამომრჩეველს ეს ვერანაირად ვერ ეხება იმიტომ, რომ არცერთ კითხვაზე, რაც რეალურად ოპოზიციურ ამომრჩეველს მასთან აქვს, გახარიას პასუხი არ გაუცია, ან რბილად რომ ვთქვათ, გასცა საკამათო პასუხები“, - ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი და გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივებზე საუბრობს:

"ჩვენ თუ ამ შეხვედრას პოლიტტექნოლოგიური კუთხით შევხედავთ, პრინციპში, მისი გზავნილები მიმართული იყო "ქართული ოცნების“ ამომრჩევლისკენ. ბოლო დროს არა ერთხელ მითქვამს, რომ დაწყებულია "ქართული ოცნების სეგმენტაცია და მას პრეტენზია აქვს ამ ელექტორატზე. გახარიას ყველა გზავნილი - 20 ივნისთან, ანაკლიასთან, კორუფციასთან და ა.შ. დაკავშირებით, ამ ამომრჩეველის შემთხვევაშია მეტ-ნაკლებად ეფექტიანი. ოპოზიციის ამომრჩეველს ეს ვერანაირად ვერ ეხება იმიტომ, რომ არც ერთ კითხვაზე, რაც რეალურად ოპოზიციურ ამომრჩეველს მასთან აქვს, გახარიას პასუხი არ გაუცია, ან რბილად რომ ვთქვათ, გასცა საკამათო პასუხები. არც ბიძინაზე უთქვამს აუგი, არც - კარგი... მისი სამიზნე აუდიტორია არის ზუსტად "ოცნების’ სამობილიზაციო ელექტორატი. ეს ამომრჩეველი არის ის, ვისაც მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პოზიტიური მოვლენა ქვეყანაში და მან რაღაც სერიოზული ამოცანები გადაწყვიტა, მათ შორის - რეჟიმის დამარცხების თვალსაზრისით, ქველმოქმედება და სხვა, ანუ რაღაც პოზიტივს ხედავს, მაგრამ ძალიან არ მოსწონს კობახიძე, ღარიბაშვილი და ის ხალხი, რომლებიც, ფაქტობრივად, ვერ მართავენ ქვეყანას. ეს ამომრჩეველი მის არგუმენტებს მიიღებს, რა თქმა უნდა და სხვათა შორის, მათი რაოდენობა არც თუ ცოტაა. მთლიანობაში, გახარია "ქართული ოცნების“ თავის ტკივილია და არანაირად არ შეიძლება მისი განხილვა, როგორც ოპოზიციური პარტიების კონკურენტის. გარდა ამისა, ის მაინც სტრატეგიულად სამომავლოდ ითვლის, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობა უნდა აღადგინოს პირადად ბიძინა ივანიშვილთან.ახარია მაქსიმალურად დაუპირისპირდება კობახიძეს, ღარიბაშვილს და დანარჩენებს, მაგრამ შეეცდება, რომ ხიდი არ დაწვას ივანიშვილთან. გარკვეულწილად, ასეთი პრინციპი აქვს, რომ მას ივანიშვილი მიაჩნია პოლიტიკურ მამად. ოჯახში ბევრს გვიჩხუბია მამასთან, მაგრამ არ დაგვიკარგავს, ხომ? დაახლოებით ასეთი განცდა აქვს მას“.

გიორგი გახარიას პოლიტიკურ მიზნებსა და პერსპექტივებზე საუბრისას ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა მასთან ურთიერთობა აღადგინოს.

"გიორგი გახარიას მიზანია თვითონ დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში. მისი მაქსიმუმია სადღაც 15%-ის აღება, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ 10%-იც რომ აიღოს, ეს გახარიასთვის ძალიან კარგი შედეგი იქნება. ეს არის ზუსტად ის პროცენტი, რაც დააკლდება "ქართულ ოცნებას“ და, შესაბამისად, მისი შემოსვლა პოლიტიკაში კიდევ უფრო ართულებს "ოცნების“ ამოცანას 43%-ის გადალახვის თაობაზე. დღეს დღის წესრიგში მთავარი და ფუნდამენტური თემაა, დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, რაც თავდაყირა აყენებს პოლიტიკურ პროცესებს. ამ მხრივ გახარია არის ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტი. აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ივანიშვილმა მასთან აღადგინოს ურთიერთობა. მან თუ დაინახა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე ექმნება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლოა მათ შორის შედგეს ურთიერთობა. ჯერჯერობით იმის თქმა, რომ ეს წინასაწაარ დაგეგმილი პროექტია, ან მათ შორის რაიმე კომუნიკაციაა, ამას გამოვრიცხავ.

გახარიას გუნდზე ვერც კარგს ვიტყვი, ვერც - ცუდს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ეს ადამიანები ფუნქციონერები, სისტემის ხალხია. საჯარო მოხელეს აქვს ვერტიკალში ყოფნის დიდი გამოცდილება და კომპლექსი. შესაბამისად, მათთვის წითელი ხაზები ძალიან ვიწროა, ამიტომ პოლიტიკაში ე.წ. მაღალ ფსონებს ისინი ვერ ჩამოდიან, როგორც წესი, წითელ ხაზს ვერ ლახავენ. ასე რომ, ეს არის გარკვეულწილად სისუსტე, მაგრამ ადამიანები იცვლებიან. არ მინდა, ზედმეტად სკეპტიკური ვიყო, ყველაფერი გამოჩნდება...

20 ივნისს რაც ეხება, ველოდი, რომ გახარია იმავე რიტორიკას გაიმეორებდა. თუ დავუშვათ, ვივარაუდებთ, რომ 20 ივნისს დანაშაული იყო ჩადენილი, მაშინ გახარია, მინიმუმ თანამონაწილეა. აქედან გამომდინარე, აქ იმაზე ლაპარაკი, ან იმის განცდა, რომ გახარია რაღაცა კონკრეტულს იტყოდა, ან რამეს შეცვლიდა, ძალიან მიამიტი მიდგომა იქნება. მან გაიმეორა ის, რაც ადრე თქვა. პოლიტიკოსთან ნებისმიერი კომუნიკაციის ტესტირება როგორ ხდება იცით? ინტერვიუს ყურებიდან 1 საათის შემდეგ თქვენ უნდა გაიხსენოთ, მან რა ილაპარაკა და თუ რაიმე გაგახსენდათ, მაშინ ეს იყო მნიშვნელოვანი გამოსვლა, ხოლო თუ ვერაფერი გაგახსენდათ, მაშინ გასაგებია“.

გია ხუხაშვილი გახარიას გზავნილების ადრესატად "ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მხრიდან უმრავლესობის გაფრთხილებას ჰქონდა ადგილი:

"გახარიას გამოსვლაში ძალიან ძნელია კონკრეტულ გზავნილებზე ლაპარაკი - სადაც რაღაც ინტრიგის შექმნა დააპირა, იქაც კი ბოლომდე არ წავიდა, მრავალწერტილის რეჟიმში დატოვა კორუფციასთან დაკავშირებული და სხვა თემები. შესაბამისად, რომ გითხრათ, ეს იყო იმ ტიპის გამოსვლა, რასაც ექო უნდა მოჰყვეს და საზოგადოებამ უნდა განიხილოს მნიშვნელოვანი აქცენტები, ტყუილი იქნება. იქ ისეთი არაფერი ყოფილა, რომ სერიოზულ განხილვად ღირდეს. ალბათ ასეც იყო ჩაფიქრებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს, სიტუაციურად, როგორც ჩანს, მას ახლა არ უნდა ყველა ზარბაზნიდან ერთად გაისროლოს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოექცევა მას "ქართული ოცნება“. კორუფციაზე მისი გზავნილი იმდენად საზოგადოებისკენ არ იყო მიმართული, რამდენადაც "ოცნებისკენ“. ის მათ ეუბნება - ძალიან თუ შემიტევვთ და ნამეტანს იზამთ, ვიცი თქვენი კორუფციის შესახებ და იძულებული გავხდები, ეს შინაარსით შევავსო, ანუ ეს გარკვეულწილად გაფრთხილება იყო მისი მხრიდან.

გიორგი გახარიას აქვს შანსი ე.წ. შუაშისტების გულიც მოიგოს, მაგრამ ეს მხოლოდ შანსია. მისი დღევანდელი პოზიცია, ეს არის წმინდა მოლოდინის რეიტინგი, მისდამი მოლოდინია და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო დიდია მოლოდინი, ხშირად ეს ასევე დიდ იმედგაცრუებაში გადადის, ანუ რისკი ჩნდება. როდესაც ადამიანი არ არის ჯერ ინტეგრირებული, მაგრამ მაღალი მოლოდინია, ძალიან დიდია საფრთხე, რომ ეს მოლოდინი იმედგაცრუებაში გადავიდეს. ამის მაგალითად პაატა ბურჭულაძე შემიძლია დაგისახელოთ, რომელსაც ჰქონდა მაღალი მოლოდინის რეიტინგი, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში ამის რეალიზება ვერ მოხდა. არ არის გამორიცხული, გახარიასაც იგივე დაემართოს. ხოლო მან თუ შეძლო თავისი მოლოდინის რეიტინგის სტაბილიზაცია, რეალურ რეიტინგში კაპიტალიზაცია, მაშინ ის საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად შეიძლება იქცეს“.

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია..." - რა განცხადებას აქვეყნებს მამუკა მდინარაძე

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

"დადგინდეს, თუკი ვინმეს გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა" - მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე