ავტორი:

"ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ვაქცინა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან" - ნანა გეგეჭკორი

"ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ვაქცინა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან" - ნანა გეგეჭკორი

ნიუ-იორკში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თაობაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/ მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია, რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთროულად იყო მართვით სუნთქვაზე", - წერს ნანა გეგეჭკორი.

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"