ავტორი:

"ოფიციალური ხელშეკრულება მათ შორის არ არსებობს" - როგორ პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ბრალდებას?

"ოფიციალური ხელშეკრულება მათ შორის არ არსებობს" - როგორ პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ბრალდებას?

ქართველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ბრალდებებს პასუხობს.

როგორც ადვოკატის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ბრალდება სპორტსმენის რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

"ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ ვინმე ირაკლი კაჭარავას მიერ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რომელიც აშკარად ბმაშია 2020 წელს წამოწყებულ კამპანისთან, რომლის მიზანიც სპორტსმენის რეპუტაციის შელახვაა. ჩვენ სიღრმისეულად გავეცანით სარჩელს და ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს.

ჩვენ პროფესიულ ხედვას ამყარებს, ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის, 27 აპრილს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაჭარავას მიერ მოთხოვნილი ყადაღა. აქვე განვმარტავთ, რომ ბუნებაში არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავს შორის.

შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რაიმე სახის სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე. და ბოლოს, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს: ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოხდეს ჟურნალისტების შეცდომაში შეყვანა, ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ ირაკლი კაჭარავას მოსაზრებას, პირველ რიგში, მოითხოვონ ოფიციალური ხელშეკრულება. რომელიც, როგორც თავში აღვნიშნეთ, ბუნებაში არ არსებობს" - ნათქვამია განცხადებაში.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მისი ყოფილი ინვესტორი, ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის. როგორც კაჭარავას ადვოკატი ამბობს, ბიზნესმენმა ბასილაშვილის კარიერულ განვითარებაში ინვესტიცია ჩადო, სანაცვლოდ კი, როცა ნიკოლოზი მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის დაიკავებდა ადგილს, შემოსავლიდან გარკვეული პროცენტი კაჭარავასთვის უნდა გადაეხადა, თუმცა ადვოკატის თქმით, ბასილაშვილმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა