ავტორი:

"ეს სიძულვილი საზიზღარია და უნდა შეწყდეს" - კანადაში მუსლიმი ოჯახის მკვლელობის დეტალები: რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი

"ეს სიძულვილი საზიზღარია და უნდა შეწყდეს" - კანადაში მუსლიმი ოჯახის მკვლელობის დეტალები: რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი

სატვირთო ავტომობილით განზრახ თავდასხმის შედეგად, კანადაში მუსლიმთა ოჯახის ოთხი წევრი გარდაიცვალა. კანადის პოლიციის ცნობით, შემთხვევა კვირას მოხდა. ოჯახის წევრებიდან გადარჩა მხოლოდ 9 წლის ბიჭუნა, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც მედია წერს, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ქუჩაში მდგარ ოჯახის წევრებს განზრახ დაეჯახა იმის გამო, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ.

ოთხი ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის და ერთის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულია 20 წლის კანადელი მამაკაცი. კანადელი მუსლიმების წინააღმდეგ ეს არის 2017 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე თავდასხმა. 2017 წელს კვებეკის მეჩეთში 6 ადამიანი მოკლეს.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეს არის დანაშაული სიძულვილის ნიშნებით და შესაძლოა, შეფასდეს, როგორც ტერორიზმი.

  • დეტალები მოკლულების შესახებ

გარდაცვლილები არიან 74 და 44 წლის ქალები, 46 წლის მამაკაცი და 15 წლის გოგონა. 9 წლის ბიჭი კი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული და როგორც მედიასთან აცხადებენ, ეს დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელია.

თავდამსხმელი, 20 წლის ნათანიელ ველტმანი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან 6 კილომეტრში, სავაჭრო ცენტრში ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დააკავეს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, აქვს თუ არა კავშირი მას რომელიმე დაჯგუფებასთან, ასევე ამ ეტაპზე არ იკვეთება არავითარი პრეისტორია, რომელიც დამნაშავესა და მის მსხვერპლთა შორის რაიმე სახის კავშირს გამოავლენდა.

პოლიციელთა თქმით, დამნაშავე ასევე აქამდე არ ყოფილა ნასამართლევი.

შემთხვევის ადგილას ადგილობრივები ყვავილებით მიდიან

  • როგორ გამოეხმაურა მომხდარს კანადის პრემიერ მინისტრი

მომხდარს პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ფართო რეზონანსი მოჰყვა და საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც. მისი თქმით, ისლამოფობიის ადგილი არც ერთ საზოგადოებაში არ არის.

"ისლამოფობიის ადგილი არც ერთ საზოგადოებაში არ არის, ეს სიძულვილი მზაკვრული და საზიზღარია და ის უნდა შეწყდეს", - წერს ტრიუდო "ტვიტერში.“

წყარო

"მათში გარშემო მყოფთა მიმართ ზიზღი და ბრაზია, რომელიც დოპინგივით მოქმედებს" - ჟირინოვსკი ბელგიასთან რუსეთის ნაკრების დამარცხების მიზეზებზე

"ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა" - ჯო ბაიდენი

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნათანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა