ავტორი:

ქართული დელეგაციის პატივსაცემად თურქეთში "დიდოუ ნანა" იმღერეს - მეზობელ ქვეყანაში ღარიბაშვილის ვიზიტის არაოფიციალური დეტალები

ქართული დელეგაციის პატივსაცემად თურქეთში "დიდოუ ნანა" იმღერეს - მეზობელ ქვეყანაში ღარიბაშვილის ვიზიტის არაოფიციალური დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი გუშინ დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილს ერდოღანის მთავრობა პომპეზურად დახვდა. პოლიტიკური ნაწილის შემდეგ, დღის ბოლოს ვახშამიც გაიმართა, სადაც ქართული დელეგაციის პატივსაცემად ქართული სიმღერები შესრულდა.

კადრებს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

"ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ შესრულებული სიმღერები საქართველოს პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის ოფიციალური ვახშმის არაოფიციალური ნაწილი იყო.

ყველა დეტალიდან კარგად ჩანდა, პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პირველი პირის დამოკიდებულება, პატივისცემა და დაფასება. ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალშიც თვალნათლივ ჩანდა - თურქეთის პრეზიდენტი მისთვის საპატიო სტუმრებს სწორედ ასე მასპინძ​ლობს.

ვიზიტის დასასრულს, ყველამ ერთად აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მაღალი დონის სახელმწიფო შეხვედრა განსაკუთრებულად მეგობრული იყო და ამით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართველი მაღალი რანგის პოლიტიკოსების ვიზიტებისგან არსებითად განსხვავებულიც" - წერს გიორგობიანი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო