ავტორი:

"მე და ნიკა მელია შევრიგდით... ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები" - ალეკო ელისაშვილი

"მე და ნიკა მელია შევრიგდით... ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები" - ალეკო ელისაშვილი

ჩვენს შორის რაღაცები გაირკვა - შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათ ერთმანეთში პირადი ურთიერთობა გაარკვიეს.

"ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით. ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა“, - განცხადა ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თამვჯდომარე ნიკა მელია და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ნიკა მელიას მიერ საპრყობილის დატოვების შემდეგ პირველად სენატორებთან ვახშმამდე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ შეხვდნენ.

ნიკა მელია ელისაშვილს მიესალმა, თუმცა ალეკო ელისაშვილს პასუხი დაუბრუნებია. ამის შემდეგ მელიამ და ელისაშვილმა სასტუმროს ეზოში გადაინაცვლეს და პირისპირ რამდენიმე წუთით ისაუბრეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დრონით გადაღებული ჩასვენება... გლოვაშიც პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, დღეს მათ თავად მოკლეს მედია" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"