ავტორი:

„შეჭამე ბაყაყი“ - გადაიხადე რამდენიც გინდა

„შეჭამე ბაყაყი“ - გადაიხადე რამდენიც გინდა

თუ ყველასთვის ცნობილი და აღიარებული ბესტსელერი ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, პროექტი „ლურჯი ოკეანის” მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, კონკრეტულ წიგნში გადაიხადოთ რამდენიც გინდათ.

წიგნი დაგეხმარებათ და გასწავლით როგორ გააკეთოთ მეტი ნაკლებ დროში და გაიგებთ 21 უნიკალურ ხერხს იმისთვის, რომ არ გადადოთ საქმე და გააკეთოთ მეტი ნაკლებ დროში.

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - ასე ეწოდება “ლურჯი ოკეანის”-ის კამპანიას, რომელიც პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვომობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე, აღნიშნული აქცია მხოლოდ ბრაიან თრეისის კონკრეტულ წიგნზე მოქმედებს. უპრეცენდენტო აქცია გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე. ერთ ადამიანზე გაიცემა მხოლოდ 1 წიგნი. შეიძინე წიგნი, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნიათ. მინიმუმ 1 ლარიდან...

აქციაში მონაწილეებს გთხოვთ, 10 დღის განმავლობაში, შეინახეთ მაღაზიის მოლარის მიერ მოცემული ჩეკი. შესაძლოა, თქვენ სასიამოვნო პრიზის მფლობელი გახდეთ.

იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

ალეკო შუღლაძის წიგნის ,,ლაბირინთი მანულელისთვის" წარდგენა

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სერია „ქალების კალმით“