ავტორი:

"თავიდან, ბევრი წელი არ გვინდოდა შვილი... შემდეგ იყო პატარა პრობლემები" - არჩილ სოლოღაშვილი წარსულზე, მეუღლესა და ახალდაბადებულ შვილზე

"თავიდან, ბევრი წელი არ გვინდოდა შვილი... შემდეგ იყო პატარა პრობლემები" - არჩილ სოლოღაშვილი წარსულზე, მეუღლესა და ახალდაბადებულ შვილზე

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ, 1 მარტს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

როგორც ამბობენ, პატარა სანიმ მათი ცხოვრება ამოატრიალა. ბავშვის გაზრდაში ჩართულია აჩიკოც, რომელმაც ოჯახის ახალ წევრზე, ემოციებზე და წარსულზე გადაცემა "სთორიში" ისაუბრა:

- თავიდან არ გვინდოდა [შვილი] ბევრი წელი. ძალიან დატვირთულები ვიყავით მეც, ნუცაც... როცა ერთმანეთს ვხედავდით, ისე იყო, რომ მოდი რა გვეჩქარება ერთმანეთით დავტკბეთ. ახლა მებანალურება ყველა სიტყვა, მაგრამ ასე იყო.

შემდეგ, როცა მივხვდით, რომ შემდეგი ეტაპის ჯერი მოვიდა ცხოვრებაში, თუმცა იყო პატარა პრობლემები, რომელსაც დაჭირდა გარკვეული დრო და შემდეგ ამ ბიჭმა გამოანათა ჩვენს ცხოვრებაში.

ჯერ სამი თვისაც არ არის. ძალიან კარგი ბიჭია. ახლა უფრო ვეხმარები ნუცას მის აღზრდაში. ახალი იმიჯი მაქვს, რომელიც ძალიან მომეწონა. ზოგადად, ყველაფერი მაშინ ხდება როცა უნდა მოხდეს. მაშინ გაჩნდა სანი, როცა უნდა გაჩენილიყო. ახლა რომ მივხვდი რა სიამოვნებაა და რა კარგია, ყოფილიყო 8-10 წლის წინაც-თქო ვამბობ, მაგრამ ასე მოხდა" - ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.

მან ასევე გაიხსენა, როგორც გაიცნო მომხიბვლელი ჟურნალისტი და როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი.

"გასტროლზე ვიყავით ხორვატიაში. როდესაც დავბრუნდით, თეატრის ეზოში პრესკონფერენცია იყო, დაიბარეს ტელევიზიები. მაშინ ისე მოხდა, რომ მაგიდათან შემოქმედებითი ჯგუფი ვიყავით. მოვიდა ინტერვიუების დრო, მანამდე ვხედავდი, რომ ვიღაც მაგარი რუჯით, გრძელით თმით დარბოდა. მიიქცია ჩემი ყურადღება. მაშინ უბრალოდ რესპოდენტი ვიყავი, რომელიც ნუცამ ჩაწერა.

ამის შემდეგ გადის სამი წელი და დავიწყე "რუსთავი 2"-ში მუშაობა, დილის გადაცემაში. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჟურნალისტები გვჭირდებოდა და დაგვამატეს "კურიერის" ჟურნალისტი. ერთ-ერთი იყო ნუცა.

ნუცა ბათუმიდან იყო ახალი ჩამოსული, მაშინაც მაგარი დამწვარი იყო და ზედმეტი რუჯისგან სახეზე ლაქა ჰქონდა. თავის მოვლა ჩემი საყვარელი მხარეა. იმ წუთას აღმომაჩნდა სახის ზეთი, რომელიც ამ ლაქის მოსაშორებლად მივეცი ნუცას... შემდეგ დავმეგობრდით და მერე უკვე მოვედით აქამდე, სადაც ახლა ვართ" - ამბობს სოლოღაშვილი.

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში