ავტორი:

მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა.

მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასწრულოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წვიმა, სეტყვა და ზოგან ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

"არავის არ ჰგავს და ამით უფრო მეტად გვხიბლავს" - ეკა ხოფერია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს