ავტორი:

"ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა" - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა და რას ჰყვება მისი გენდირექტორი?

"ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა" - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა და რას ჰყვება მისი გენდირექტორი?

დღეს ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საბჭოთა პერიოდში სხვა საფასო პოლიტიკა მოქმედებდა და შესაბამისად, ჰესის აშენება დაჯდა „ძალიან იაფი“.

"თავის დროზე, ენგურჰესის აშენება დაჯდა 980 მლნ საბჭოთა მანეთი, ამას თუ დღეს დოლარის კურსზე გადავიყვანთ გამოვა 1,5 მლრდ აშშ დოლარი. ეს არის ძალიან იაფი. დღევანდელ პირობებში, ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა.

მოგეხსენებათ საბჭოთა დროს სხვა საფასო პოლიტიკა წარმოებდა. ძალიან იაფი იყო მუშახელი, ცემენტი, არმატურა და მშენებლობისთვის საჭირო სხვა მასალები. მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, ბორჯომი 20 კაპიკი ღირდა, ხოლო ბენზინი 8 კაპიკი. ამასთან, საბჭოთა ინჟინერს 350 მანეთი ჰქონდა თვიური ხელფასი. ამან განაპირობა, აშენების თანხების სიმცირე. კარგია, რომ ენგურის აშენება მოესწრო, ხუდონზეც რომ იგივე მომხდარიყო, სხვა ქვეყნებისკენ არ ვიქნებოდით ხელგაშვერილი ენერგეტიკულად..წაიკითხეთ სრულად

"კარები რომ დახშული იყო, ეს ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს" - მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე

აბასთუმანში გაუჩინარებულ 7 ახალგაზრდას ეძებენ - დაკარგულების სამძებრო სამუშაოში 40 მეხანძრე-მაშველია ჩართული

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანი გაიყვანეს - სად გადაჰყავთ მოზარდები