ავტორი:

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოჯრის ბავშვთა სახლში მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ბენეფიციარებზე ძალადობის დადასტურებული არ არის.

„კოჯრის ბავშვთა სახლი, ისევე როგორც ყველა დიდი ზომის დაწესებულება დეინსტიტუციონალიზაციას შეესაბამება. ჩვენ წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთო ვხურავთ. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დღეს კოჯორში იმყოფებიან.

ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, ისევე როგორც შს სამინისტრო კვლევას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, ასეთი კონკრეტული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის“, - განაცხადა ბარკალაიამ.

რაც შეეხება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს, თამარ ბარკალაიას განცხადებით, პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან კარგად თანამშრომლობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაწესებულებაში სოციალური მუშაკები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან.

„მოგეხსენებათ, ნინოწმიდნის ბავშვთა პანსიონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან.

ასევე რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველთან საკმაოდ წარმატებული შეხვედრა იყო, სადაც შეთანხმდნენ, რომ სახალხო დამცველს მისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. პარალელურად, იქ ჩვენი სოციალური მუშაკები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან და გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე არ მოხდება ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 15 ივნისს დაინიშნა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანსიონის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს

რატომ შეფერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება და ბოდიში საზოგადოებას