ავტორი:

დონალდ ტრამპს შარვალი უკუღმა ეცვა? - "ერთ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხარ, მეორე დღეს კი..." -  აშშ-ის ექსპრეზიდენტის სტილი ინტერნეტჰიტი გახდა (ფოტო/ვიდეო)

დონალდ ტრამპს შარვალი უკუღმა ეცვა? - "ერთ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხარ, მეორე დღეს კი..." -  აშშ-ის ექსპრეზიდენტის სტილი ინტერნეტჰიტი გახდა (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ის ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინაში იმყოფებოდა, სადაც ის რესპუბლიკელებს შეხვდა და სიტყვით მიმართა, თუმცა მის მთავარ სათქმელზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო უჩვეულო შარვალმა.

"ტვიტერში“ ვირუსულად ვრცელდება ექსპრეზიდენტის ფოტოები და ვიდეო, სადაც მისი შარვალი ახლო ხედით ჩანს. საზოგადოებას კი შემდეგი კითხვა აწუხებს - "დონალდ ტრამპს შარვალი უკუღმა აცვია?"

სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ 74 წლის ტრამპს ლურჯი შარვალი მართლაც უკუღმა აცვია, თუმცა ზოგიერთის აზრით, შარვალი უბრალოდ ასეთი სტილისაა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Others are noting this, but it can&#39;t be shared enough: Donald Trump gave his big speech today with his pants on backwards. Look close and tell me I&#39;m wrong.<a href="https://t.co/sRsoJVfyf8">pic.twitter.com/sRsoJVfyf8</a></p>&mdash; Brandon Friedman (@BFriedmanDC) <a href="https://twitter.com/BFriedmanDC/status/1401406435121106947?ref_src=twsrc%5Etfw">June 6, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ერთ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხარ, ხოლო მეორე დღეს კაცი, რომელიც შარვალს უკუღმა იცვამს" - წერს კომიკოსი ჯეიმს ფელტონი "ტვიტერში." (წყარო)

ცნობისთვის, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა. მათ შორის, ის რომ არ გამორიცხავს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ მსოფლიოს 10 ტრილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს იმ დანაკარგისთვის, რომელიც საზოგადოებამ კორონავირუსის გამო მიიღო.

"ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და წაუყენოს ჩინეთს ანგარიში მინიმუმ 10 ტრილიონის ოდენობით, რათა მოხდეს კომპენსირება იმ დანაკრგების, რომელიც მათ მოგვაყენეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს უჩივლა - "ჩვენ მოვიპოვებთ ისტორიულ გამარჯვებას ამერიკისა და სიტყვის თავისუფლებისთვის"

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს