ავტორი:

რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია

რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მასში მიმოხილულია როგორც საგარეო ურთიერთობების - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, კონფლიქტების მოგვარების, პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარება, ისევე, როგორც მისი კულტურული და ისტორიული მისია, უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, აქტიურად მუშაობს თითოეული სექტორისა და დარგის მოდერნიზებასა და რეფორმაზე.

"ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში.

გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები - მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის - საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება.

მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს რეფორმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. გრძელდება რეფორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით.

"დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის კვალდაკვალ, ყალიბდება და ძლიერდება ინსტიტუციური მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

"ფეხებით გამოგათრევთო, რომ მპირდებოდნენ და ახლა შემოდიან, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში?" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე“

საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში

"ნაცმოძრაობის" წევრებს პარლამენტის შესასვლელთან "პუფების სირცხვილის კორიდორით" დახვდნენ - "მათ გადაუხვიეს ყველანაირ პრინციპს"