ავტორი:

ლენტეხში, სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ლენტეხში, სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

"სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა... სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და გადავარდა" - შაორის ტბაში მოზარდს ეძებენ

ზესტაფონთან "მარშრუტკა" სატვირთოს შეეჯახა - ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავარია გორი-იგოეთის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია სამი ექიმი