ავტორი:

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა - არიან დაშავებულები

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა - არიან დაშავებულები

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე მიტოვებულ შენობას ხანძარი გაუჩნდა.

მოქალაქეების განცხადებით, ლაღიძის ქუჩაზე, შენობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ისინი შენობიდან უვნებლად გაიყვანეს. თუმცა გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, დაშავებულებიდან ჰოსპიტალიზაცია არც ერთს დასჭირდა. ექიმის თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს პირველი ხარისხის დაზიანება აქვს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს "პირველი არხის" ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა

რუსთავში ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა