ავტორი:

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.

აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

"ჯანმო-ს პროგნოზულად კეთილსაიმედო მაჩვენებელია, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე, ქვეყნები, ვაქცინაციით მოსახლეობის 20%-ს მაინც მოიცავენ, ეს ყველასთვის უკეთესი პერსპექტივა იქნება ეპიდემიის დაძლევისთვის. ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ჩვენ 20%-ის და უფრო მეტის მოცვის შესაძლებლობა გვექნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, მოლოდინი იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან ერთად ნიღბის ტარება კვლავაც რჩება ყველაზე ქმედით მექანიზმად ინფიცირებისგან თავის დაცვისთვის და მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები ვართ თუ არა, "უნდა გავაკეთოთ ნიღბის ტარებაზე აქცენტი“.

"ჩვენთან ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. მოლოდინი იმის, რომ მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. ჯანმო-ს პროგნოზულად კეთილსაიმედო მაჩვენებელია, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის 20%-ს მაინც მოიცავს ქვეყნები, ეს ყველასთვის უკეთესი პერსპექტივა იქნება ეპიდემიის დაძლევისთვის. ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ჩვენ 20%-ის და უფრო მეტის მოცვის შესაძლებლობა გვექნება. არავაქცინირებული ადამიანებისთვის რისკები რჩება, ნიღბის ტარება არის კვლავაც ყველაზე ქმედითი მექანიზმი ინფიცირებისგან თავის დაცვისთვის. მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები ვართ თუ არა, უნდა გავაკეთოთ ნიღბის ტარებაზე აქცენტი. კარგია, რომ 66-70%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს, თუმცა მაინც საყურადღებოა, რომ სექტემბრის ბოლომდე, ვიდრე მასიური ვაქცინაცია არ გვექნება ასეთი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისისვე თქმით, ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის პროგრამისგანხორციელება შეუძლებელი იქნება.

„ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის კაბინეტები ძალიან დატვირთულია თბილისში, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში, თბილისშიც ემატება, ასევე მიდის აქტიური მუშაობა მასიური ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე.

რაც შეხება ანაზღაურებას, როდესაც პროგრამა დაიგეგმა, განისაზღვრა ორჯერადი ვაქცინაცია 5 ლარი, რაც შემდეგ უკვე, როდესაც დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა ვაქცინაციის კაბინეტების მიმართ, მათ შორის გადაუდებელი დახმარების სერვისის, მონიტირინგის გაწევის აუცილებლობა, გადაფასდა ეს ღირებულება და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი რესურსის მობილიზებაზე, რათა მეტი მოტივაცია შევუქმნათ კლინიკებს. სავარაუდოდ, გაორმაგდება, მაგრამ ამ დეტალებზე ვმუშაობთ და დამატებით კიდევ გვექნება დაზუსტებული პასუხი“, - განაცხადა გაბუნიამ.

31 გარდაცვლილი და 821 ახალი ინფიცირებული - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები და რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი შემთხვევა

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა