ავტორი:

"მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე

"მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტის გიორგი გახარიას გუნდმა ჭორზე აგებული კამპანია დაიწყო. როგორც მან პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გიორგი გახარიას ნამდვილად მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ გადადგა რეალურად, ვინ აფინანსებს და ვის ინტერესებს ემსახურება.

„არ შემიძლია არ შევეხო გიორგი გახარაის თემას და მის ახლად შექმნილ პარტიას, ჩვენ ძალიან უხერხულად ვგრძნობდით თავს გასაგები გარემოებების გამო, ხმა არ ამოგვიღია პრაქტიკულად რამდენიმე კვირის თუ თვის განმავლობაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მართლაც ჭორზე აგებული კამპანია დაიწყეს და რეგიონებში 700-800 ადამიანზე მეტს მოუყვნენ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, შემდეგ ჩვენც იძულებულები გავხდით და ის ადამიანი, ვისი სახელითაც სპეკულირებდნენ და აპელირებდნენ ტუილზე, ჭორზე. ის იძულებული გახდა ამის შესახებ საჯაროდ ელაპარაკა. ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა. ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება?! რას უცვლიდა 2-3 დღე? დღეს ამაზე რაციონალური არგუმენტი ჯერ არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს. აქედან გამომდინარე, დღესაც მათ საქმეს ხომ არ აკეთებს, ვის წისქვილზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დაასხა წყალი ამ ადამიანმა და მისმა მოქმედებამ“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?