ავტორი:

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში მთავარი პრიზი - 1000 ლარიანი ხელფასი გათამაშდა.პრიზის მფლობელი ანა მეტრეველი გახდა, ქალაქ თელავიდან.

ბილეთის გადაფხეკის შემდეგ, სწორედ მან აღმოაჩინა საფარის ქვეშ დამალული დეფიციტური ასო „ლ“, შეაგროვა სიტყვა „ხელფასი“ და წამახალისებელი გათამაშების სუპერ პრიზი მოიგო.

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ გათამაშება 1 თებერვლიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. გათამაშებაში იყო სუპერ პრიზები: ბინა თბილისში და 2 ცალი 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში. ასევე „მაგნიტის“ მომხმარებლებს 10 ლარიანი მომენტალურ ვაუჩერის მოგების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

„პირველ რიგში „მაგნიტის“ სახელით ანა მეტრეველს ხელფასის მოგებას ვულოცავ. გვიხარია, რომ ამ გათამაშებაშიც ჩვენი მრავალი მომხმარებელი გავახარეთ. კომპანია მოსახლეობას მომავალშიც სიახლეებს და განსაკუთრებულ პროექტებს ჰპირდება. მართალია 1 ივნისიდან გათამაშების ბილეთები აღარ გაიცემა და ყველა სუპერ პრიზი გათამაშდა კიდეც, თუმცა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ აქვთ 10 ლარიანი ვაუჩერების მოგების შესაძლებლობა. მათ, ვისაც სახლში აქვთ „მაგნიტის“ გათამაშების ბილეთები, მოვუწოდებ გადაფხიკონ და მომენტალური ვაუჩერის მოგების შემთხვევაში, უახლოეს დღეებში წარადგინონ ნებისმიერ ფილიალში - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე გელაშვილი.

შეგახსენებთ, „მაგნიტში“ პირველი 1000 ლარიანი ხელფასი ქუთაისში, თბილისში მდებარე ბინა კი ზუგდიდში გათამაშდა. სუპერ პრიზების მოსაგებად საჭირო იყო მომხმარებელს სიტყვა ბინა ან/და ხელფასი სრულად შეედგინა. ამავდროულად, გათამაშებაში ჯამში 10 000 ცალი „მაგნიტის“ მომენტალური ვაუჩერი იყო, რომლის გამოყენებაც ქსელის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

სუპერმარკეტების ქსელში „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშება მესამედ მიმდინარეობდა. კომპანიამ 2019 და 2020 წლებში გაათამაშა 2 ცალი ბინა თბილისში, ხელფასი, ავტომობილი, მოგზაურობა, ლეპტოპები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები და სხავდასხვა მსხვილი პრიზი.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 260 ფილიალზე მეტი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

(R)

განსაკუთრებული შეთავაზება ალდაგის კორპორატიულ მომხმარებლებს უსაფრთხო გარემოსგან

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ონლაინ თარგმნის სერვისით

რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად