ავტორი:

"დამიჯექი პირდაპირ ეთერში და შენი სრული ლუსტრაცია მოხდება" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას

"დამიჯექი პირდაპირ ეთერში და შენი სრული ლუსტრაცია მოხდება" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს გიორგი გახარიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ქვეყანაში ტყუილი უნდა დამთავრდეს.

"გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას, რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი. გიორგი გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. მოიტყუე - წერილზე, მოიტყუე - ანაკლიაზე, მოიტყუე-ბადრიზე, მოიტყუე თან ბევრი, გელოდები პირდაპირ ეთერში...", - წერს ხაზარაძე.

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა - რა არის ვიზიტის მიზანი და როგორია მისი განრიგი

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

რას პასუხობს დავით ზალკანიანი ოპოზიციის განცხადებას, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული"