ავტორი:

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ოპერაცია იყო "აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გიორგი გახარიას მიერ“.

კობახიძე "მთავარი არხის“ ეთერში ამბობს, რომ გახარიას მინისტრობისა და პრემიერობის დროს იყო გარკვეული ქმედებები, რაც ამყარებდა ეჭვს - "რომ გავლენის ქვეშ იყო“.

კობახიძეს მიაჩნია, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შეიძლებოდა რბილი საშუალებების გამოყენება.

"დაგროვდა ქმედებები, რომელიც ამყარებს ეჭვს, რომ გახარია გავლენის ქვეშ გაცილებით უფრო ადრე იყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა ბუნებრივია კითხვები“, - განაცხადა კობახიძემ. ამის მაგალითად კი 2019 წლის ივნისის მოვლენები დაასახელა.

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას, ვინც ერკვევა... ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ეს ერთი“.

როგორც კობახიძე ღანიშნა,2 0 ივნისს გახარია იღებდა გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი ოპერაციის დაგეგმვაზე. დეპუტატი გახარიას მისამართით კონკრეტულ შეკითხვებს სვამს: "თვითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან (კახა საბანაძესთან) ერთად. რატომ იდგა ე.წ. სპეცრაზმი გარეთ? მეორე, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები? საბოლოო ჯამში, უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე... ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის რაოდენობა არ იყო იმდენი, რომელიც იძლეოდა მეტი საფრთხის საშიშროების საფუძველს“.

ასევე ნახეთ გახარიას მტკიცებით, 20 ივნისს აქციის დაშლასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ ჰქონია ირაკლი კობახიძის თქმით კი, გახარიას მოქმედებები მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას შეცდომად მიაჩნდა, თუმცა თავად ამატებს, რომ შესაძლოა, ეს არც იყო შეცდომა.

ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე - ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია