ავტორი:

"სოფლის გზაზე ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მინახავს, 5 მანქანაა დაზიანებული" - კარალეთთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

"სოფლის გზაზე ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მინახავს, 5 მანქანაა დაზიანებული" - კარალეთთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც სხეულის დაჟეჟილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება, მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც სტაციონარული მკურნალობა უტარდება.

შემთხვევა სოფელ კარალეთთან მოხდა, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავარიას შეესწრო მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიდეოებსაც აქვეყნებს.

"სოფლის გზაზე ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მინახავს, 5 მანქანაა დაზიანებული, თვითმხილველების განცხადებით, დამნაშავე მძღოლი ნასვამი იყო, არიან დაშავებულებიც... ინფორმაცია გადაუმოწმებელია ამიტომ 100%-ით ვერ დავადასტურებ სიმთვრალის ამბავს. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი შეჯახებაა..." - წერს მომღერალი.

"ნიუ-ჰოსპიტალის ეზოში შემოვარდა სატვირთო, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა" - კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის კადრები

ავარია სოფელ დოესთან - ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს