ავტორი:

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - "შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ"

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - "შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ"

სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელმაც 10 შვილი გააჩინა, მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა. გოსიამე თამარა სიტოლის ქმარი ამბობს, რომ ისინი გაოცებულები არიან ამ ამბით, რადგანაც თავდაპირველად იცოდნენ, რომ საშვილოსნოში რვა ნაყოფი იყო.

"შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ და არ შემიძლია ბევრი ლაპარაკი“, - ამბობს ახალშობილების მამა, ტებოჰო ცოტესი.

ქალი 37 წლისაა და აქამდე მან ერთხელ იმშობიარა, რა დროსაც ტყუპი ვაჟი გაუჩნდა. ბიჭები ახლა ექვსი წლის არიან.

მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. როგორც ექიმები ამბობენ, ქალიც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში რეკორდსმენი იყო ამერიკელი ქალი, რომელმაც 2009 წელს 8 შვილი გააჩინა, გასულ თვეში კი 25 წლის მალელმა ქალმა 9 ტყუპის გაჩენის შემდეგ დაამყარა რეკორდი, თუმცა მისი რეკორდი სამხრეთ აფრიკელმა თამარამ მალევე დაამხო.

წყარო: BBC.com

დანიელი ექიმი ადასტურებს, რომ ერიქსენს მოედანზე "გული გაუჩერდა“ - რამ გამოიწვია ყოველივე და რა თქვა ექიმმა პრესკონფერენციაზე

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა