ავტორი:

"ცეცხლოვანი რგოლი“ - რა ვიცით მზის დაბნელების შესახებ, რომელსაც დღეს დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახავს

"ცეცხლოვანი რგოლი“ - რა ვიცით მზის დაბნელების შესახებ, რომელსაც დღეს დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახავს

დღეს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდი ნაწილი მზის დაბნელების მომსწრე გახდება. მთვარე მზეს ჩამოეფარება, თუმცა როგორც მეცნიერები ამბობენ, მისგან მომავალ შუქს სრულად არ დაბლოკავს.

ისინი განმარტავენ, რომ ზოგ ადგილას მზის სრული დაბნელება გამოჩნდება, ზოგან კი ნაწილობრივი.

ასტრონომთა ცნობით, დედამიწის ზოგიერთ ადგილას გამოჩნდება დისკო, ხოლო მის გარშემო კაშკაშა სინათლე - "ცეცხლოვანი რგოლი.“

მზის დაბნელება ყველაზე უკეთ გამოჩნდება დედამიწის არქტიკულ ნაწილში.

ასევე კარგად გამოჩნდება შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ ალასკაზე, კანადის დიდ ნაწილში, გრენლანდიაში, ევროპის ნაწილსა და აზიაში.

როგორც ყოველთვის, ახლაც სპეციალისტების რჩევაა, რომ არ შეეცადოთ დაბნელებას შეუიარაღებელი თვალით უყუროთ, ვინაიდან შეიძლება სერიოზული ზიანი მიიღოთ.

აღნიშნული მოვლენა თბილისის დროით 12:12 საათზე დაიწყება, ხოლო 17:10 წუთზე დასრულდება.

UEFA-მ უკრაინას, რუსეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელების მაისურის დიზაინის ნაწილობრივ შეცვლა დაავალა

ლატვიელი დეპუტატი, შინაგან საქმეთა ექსმინისტრი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის 43 ეპიზოდში ამხილეს

პირდაპირი ეთერი, სადაც მზის დაბნელების ნახვას და ამ პროცესზე დაკვირვებას შეძლებთ