ავტორი:

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის დამატების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ... ზოგი იბრალებს, მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო... ეს თემა "ფაიზერის" ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად, უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს. თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ ჯერ გავიკეთოთ ის, რაც გვაქვს და იმედია, გვექნება და სამომავლოდ ერთად "ვინერვიულოთ" აი - და მოიპოვე თავისუფლება!" - წერს კულუმბეგოვი.

"ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში - საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად დაგვჭირდება, სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნა.

"საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს.

ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს - ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ.

უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას. დღევანდელი გათვლებით, სადღაც 3 600 000-მდე დოზა უნდა მიიღოს ქვეყანამ და შემდეგ ეს მოწოდებები უნდა გაგრძელდეს. ეს რომ შესაძლებელია ასე მოხდეს, ამაზე საერთაშორისო ვაქცინმწარმოებლების გეგმები მიუთითებს - არ ყოფილა ისტორიაში, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნილება. ჩვეულებრივ წლიური მოთხოვნილება ვაქცინებზე არის 3-4 მილიარდი დოზის ფარგლებში, წელს მსოფლიოს 11 მილიარდი დოზა სჭირდება, მაგრამ წარმოების მოცულობა გაცილებით მეტზე იგეგმება.

დღეს დაახლოებით, 200-მდე ვაქცინაა მსოფლიოში უკვე სხვადასხვა ბაზის კვლევებში და აქედან თუ არ ვცდები, 30-მდე ვაქცინა უკვე კლინიკურ კვლევებშია გადასული, ამიტომ საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი