ავტორი:

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას წლების წინ ბიზნესომბუდსმენად დანიშვნას კიდევ ერთხელ ეხმაურება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"სპეციალურად ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნეს-ომბუდსმენად დანიშვნა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ორი მთავარი ფაქტორის გამო:

1. მას კარგად ესმოდა ბიზნესი.

2. ის არ უნდა ყოფილიყო რომელიმე ბიზნეს-დაჯგუფების წარმომადგენელი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის ნეიტრალიტეტს და ობიექტურობას.

ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება საქართველოში ძალზედ რთულია, რადგან ყველა ვიღაცასთან არის კავშირში, ან ვიღაცის კაცია, რაც ძალიან ართულებს ნდობას შესაძლო დავებში. გახარიას ასეთი კავშირები არ ქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ვიყავი მისი პირველი კონტაქტი და სულ ორი დღის გაცნობილი მყავდა".

შეგახსნებთ, მანამდე გია ხუხაშვილიმა სოციალურ ქსელში გაიხსენა ის დრო, როდესაც გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს გააცნო.

მისი თქმით, მასთან CV გახარიას მამამ მიიტანა, რის შემდეგაც ის "ქართული ოცნების" ლიდერს შეახვედრა.

ცნობისთვის, ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გახარიამ გადაცემა "რეაქციაში" გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფერში მამამისის ხელი ერია, რომელსაც სურდა, რომ მისი შვილი საქართველოში დაბრუნებულიყო.

"ეს ისტორია იყო ასე - მაშინ ჩემი მეუღლე და ბავშვი საქართველოში იყვნენ, მე ევროპაში ვმუშაობდი. იმ მიზეზით, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი, ადამიანს, რომელიც ჩემს სამეზობლოში ცხოვრობდა, ჩემი CV მიუტანა. რომ დამირეკეს თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. მე ივანიშილს არ ვიცნობდი. ეს იყო პირველი შეხვედრა მასთან და ასე დავინიშნე ბიზნესომბუდსმენად" - აღნიშნა გახარიამ.

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება