ავტორი:

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

რუსეთი ირანისთვის თანამედროვე ხელოვნური თანამგზავრის მიწოდებისთვის ემზადება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს მთელს ახლო აღმოსავლეთში, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი Washington Post-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გეგმის თანახმად, რუსული წარმოების თანამგზავრის, Kanopus-V-ის გაგზავნა, რომელიც აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის კამერით, შესაძლოა, რუსეთიდან უახლოეს თვეებში განხორციელდეს.

Washington Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თანამგზავრი სხვადასხვა ობიექტის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა, როგორიცაა სპარსეთის ყურის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ისრაელის სამხედრო ბაზები ან ერაყის ყაზარმები, სადაც აშშ-ის ჯარია განთავსებული.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ Kanopus-V სამოქალაქო მიზნებისთვისაა განკუთვნილი, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ლიდერები 2018 წლიდან რამდენჯერმე ჩავიდნენ რუსეთში იმისთვის, რომ შეთანხმების მიღწევისთვის ხელი შეეწყოთ.

ამასთანავე, რუსი ექსპერტები გაზაფხულზე ირანში გაემგზავრნენ, რათა გადაემზადებინათ ეკიპაჟი, რომელმაც თეირანის დასავლეთით მდებარე ახლად აშენებული ობიექტიდან თანამგზავრის ოპერირება უნდა განახორციელოს.

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

"ომის დროს გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში, დაზვერვის ოფიცრები კი რუსეთში - მე  ვაწარმოე მოლაპარაკება და ყველა გამოუშვეს. მე ეს გავაკეთე! თქვენ რა გააკეთეთ?" - პრემიერი "ნაციონალებს"

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი