ავტორი:

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

ბოლო პერიოდში საქართველოში გამოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთირება, რომელმაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდებში ინტოქსიკაციის მძიმე შემთხვევები გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირადი გვერდის მეშვეობით ავრცელებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე.

"მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ზუგდიდსა და რუსთავში და გამოვთქვა ეჭვი, რომ ინტოქსიკაციები, რომლებიც განვითარდა ახალგაზრდებში და გამოიწვია მძიმე შედეგები მათი ჯანმრთელობის კუთხით, განპირებობეული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ე.წ პინაკას მიერ (სამედიცინო დასახელება mdmb-4en-pinaca), რომელსაც ჟარგონულად აგრეთვე ეძახიან "მძიმე წონას“ (heavy weight). აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლი-ორგანული უკმარისობა. " - წერს ნარკოლოგი. მისივე ცნობით, WHO -სა და EMCDDA ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ინტერნეტში, ე.წ დარქნეთში, ფართო გავრცელება მოიპოვა. "გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს, რომელთა ახალი სახესხვაობები დღითიდღე ჩნდება ბაზარზე და წინამორედებთან შედარებით ბევრად უფრო ტოქსიკური." - წერს ზურაბ სიხარულიძე.

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება