ავტორი:

ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის სახელით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია - "ძიუდოს ანგელოზად" ცნობილი ნიკოლოზ შერაზადაშვილის ისტორია

ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის სახელით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია - "ძიუდოს ანგელოზად" ცნობილი ნიკოლოზ შერაზადაშვილის ისტორია

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან მან უზბეკ დავლატ ბობონოვო დაამარცხა და გაიმარჯვა.

ქართველ ახალგაზრდას წარმატება უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

"ვულოცავ ნიკო შერაზადიშვილს მსოფლიო ორგზის ჩემპიონობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საამაყო მამულიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, კიდევ ბევრ მწვერვალს დაიპყრობს!" - წერს ზალკალიანი "ფეისბუქზე".

ნიკოლოზ შერაზადაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორედ მოიგო. პირველად მსოფლიო ჩემპიონი 2018 წელს, ბაქოში მიმდინარე შეჯიბრზე გახდა, მაშინაც ესპანეთის სახელით ასპარეზობდა.

2018 წელი - ბაქო

ქართველი ბიჭი უკვე წლებია ესპანეთის სახელით ასპარეზობს. ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მამა კარგად ცნობილი ძიუდოისტი - ზაზა შერაზადიშვილი, მეტსახელად "პაპუასა" იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.

ნიკოლოზ შერაზადაშვილი მწვრთნელთან ერთად

საქართველოში ცხოვრებისას, პატარა ნიკო ძიუდოსა და წყალბურთში ვარჯიშობდა. 10 წლის წინ, შერაზადიშვილების ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. რადგან ნიკოლოზს კარიერის გაგრძელება ძიუდოში სურდა, მადრიდიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, პატარა ქალაქ ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებელი და მთავარი მწვრთნელი ჯოაკინ რუისი გახდა, რომელსაც ოლიმპიადაზე სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 190 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

2014 წელს ნიკომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში. იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმ ტურნირზე საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კი ბექა გამარჯვებული გახდა, ხოლო შერაზადიშვილი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შერაზადიშვილი 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა მაშინ ფინალში უკვე ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა. ვერცხლის მედლით დაასრულა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდათა შორის.

ნიკოსთვის განსაკუთრებული 2018 წელი გამოდგა, როდესაც უკვე უფროსთა შორის თელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 24 სექტემბერს კი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ქალაქმა ბრუნეტემ ნიკოლოზ შერაზადიშვილს მადლობა სასიამოვნო ჟესტით გადაუხადა - "ტატამის მეფისა" და "ძიუდოს ანგელოზის" პატივსაცემად გაიხსნა ქუჩა, რომელსაც "Niko Shera" ეწოდება.

"ბრუნეტე ამ აქტით ნიკოს პატივს მიაგებს. ჩვენ წლების მანძილზე ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ის, როგორც სპორტსმენი!" - განაცხადა ქალაქის მერმა ბორხა გუტიერესმა.

"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთში ჩემი სახელობის ქუჩა იქნებოდა. როცა აქ ჩამოვედით, არც ესპანურს ვფლობდი და არაფერი ვიცოდი ესპანეთის შესახებ. ახლა ვსაუბრობ ესპანურად, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბრუნეტში გავატარე ჩემი პირადი და სპორტული ცხოვრების დიდი ნაწილი...

მე ვიცი, რომ საქართველოდან მოვდივარ და ეს არასოდეს უნდა დამავიწყდეს. მაგრამ აქ მე კომფორტულად ვგრძნობ თავს, ამაყი ვარ" - უთხრა რამდენიმე წლის წინ ესპანურ სპორტულ გამოცემა as.com-ს შერაზადიშვილმა.

25 წლის სპორტსმენი გამართულად საუბრობს ქართულ და ესპანურ ენაზე, ჰყავს დედა, ძმა და საქართველოში ხშირად სტუმრობს ნათესავებს. ნიკო და მომღერალი ნინი ბადურაშვილი ნათესავები არიან და ნინის სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული ნიკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები.

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს

რატომ შეფერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება და ბოდიში საზოგადოებას