ავტორი:

"ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ..." - ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

"ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ..." - ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ში გამგზავრებამდე განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, უკანასკნელი წლების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ვიზიტი ვაშინგტონში არ ჰქონია.

"ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ. ვფიქრობ, ვაშინგტონში 10 - დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი უკვალოდ არ ჩაივლის, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება, რა თქმა უნდა, საუბარი.

მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს“,-აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.

"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ

"წერილი გახარიას პრობლემა არ არის, მთლიანად "ქართული ოცნების“ პრობლემაა - ასე რომ არ იყოს, ალბათ, სამაგალითოდ დასჯიდნენ" - მამუკა ხაზარაძე

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ