შვედური კომპანია Hasselblad მომავალი წლიდან ბაზარზე ახალი ფოტოკამერის გამოშვებას გეგმავს, რომელიც 200-მეგაპიქსელიანი ოპტიკური სენსორით აღიჭურვება. მწარმოებლებმა აპარატი გერმანიაში, Photokina 2010-ის გამოფენაზე დააანონსეს.
ამ დროისთვის კომპანიის პროდუქციის ხაზში მთავარ ადგილს მოდელი H4D-60 იკავებს, რომელსაც 60-მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს. შვედი მწარმოებლების თქმით, მათ ახალ კამერას, გარდა მეგაპიქსელების მომატებული რაოდენობისა, კიდევ რამდენიმე თავისებურება ექნება. მათ შორის ყველაზე საყურადღებო გადაღების სისტემა Extended Multishot-ია, რომელიც სტატიკური ობიექტების გადაღებისთვისაა განკუთვნილი.
კომპანია Hasselblad ახალ კამერასთან ერთად უფრო მკაფიო ლინზებისა და ცვლადი ობიექტივების გამოშვების პირობასაც დებს, რომლებიც თავსებადი კომპანიის წინა მოდელებთანაც იქნება.
მომზადებულია cybersecurity.ru-ის მიხედვით.