ავტორი:

"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება

"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვედრაზე უთხრა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება.

ამის შესახებ ბაიდენმა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი შეხვედრის ტონი საკმაოდ კარგი იყო და არ იყო დაძაბული აქტივობა.

"მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთისა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მე ასევე ვუთხარი მას, რომ არც ერთ პრეზიდენტს არ შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ხალხის რწმენა, თუ იგი მტკიცედ არ იდგება საკუთარი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის. ასე, რომ ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება ჩვენი მოლაპარაკების მაგიდაზე.

ეს არ შეეხება მხოლოდ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს ჩვენი ხასიათია. მე ვუთხარი, რომ ჩვენი უფლებები არ მოდის მთავრობიდან - ჩვენ ვფლობთ უფლებებს, რადგან ამ უფლებებით დავიბადეთ. სწორედ ამიტომ ამოვიღებთ ხმას ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა ნავალნის შემთხვევა. ჩვენი იდეა არის, რომ იყოს თვითგამოხატვა.

მე ასევე წამოვჭერი საკითხი ორი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის შესახებ, ასევე "რადიო თავისუფლების", ზოგადად მედიის თავისუფლების შესახებ და ვუთხარი, რომ არ მოვითმენთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. საბოლოო ჯამში პუტინს ვუთხარი, რომ უნდა გვქონდეს ძირითადი წესები, რომელსაც დავემორჩლებით.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო კიბერუსაფრთხოება. ვუთხარი, რომ კონკრეტული ობიექტები კიბერთავდასხმებისგან დაცული უნდა იყოს. საკმაოდ ვრცელი სიაა, რაზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ სირიაში ჰუმანიტარული პროდუქტის შეტანაზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ირანმა არ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი. ჩვენი ინტერესი ამ საკითხზე ერთია. მინდა გითხრათ, რომ მთელი შეხვედრის ტონი საკმაოდ კარგი იყო. არ იყო დაძაბული აქტივობა" - აღნიშნა ბაიდენმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრის დროს მუქარის რიტორიკა, ბაიდენმა ასე უპასუხა:

"არ ყოფილა არანაირი მუქარა, მე დედაჩემზეც ვისაუბრე...ზოგიერთი თქვენგანისთვის, ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, რომ მე დედაჩემზე ვისაუბრე... არ ყოფილა არანაირი მუქარის რიტორიკა".

ვატიკანი ევროკავშირის დამფუძნებლის კანონიზირებას იწყებს - "ეს არის პირველი ნაბიჯი წმინდანად შერაცხვის ხანგრძლივ პროცედურაში"

რუსეთში "ინდური შტამის" აფეთქებაა - რა ვითარებაა ადგილობრივ კლინიკებში და რას ყვება მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს