ავტორი:

კიმ ჩენ ინმა წონაში დაიკლო - ჯანმრთელობის პრობლემები, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი? - რას უკავშირებენ ექსპერტები დიქტატორის ამგვარ ცვლილებას (ფოტოები)

კიმ ჩენ ინმა წონაში დაიკლო - ჯანმრთელობის პრობლემები, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი? - რას უკავშირებენ ექსპერტები დიქტატორის ამგვარ ცვლილებას (ფოტოები)

ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის, ჩრდილოეთ კორეისა და მისი ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესახებ დანარჩენ მსოფლიოს მწირი ინფორმაცია აქვს. არსებული ცნობები ძირითადად ემყარება სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებულ მასალებს.

ბოლო წლებში სპეკულაციის საგანია ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გარდაიცვალა, თუმცა ყოველივე ტყუილი აღმოჩნდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა კიმ ჩენ ინის ახალი ფოტოები და ვიდეო, რომლის გამოც კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი კვლავ განსჯის საგანი გახდა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Kim Jong Un walking into the politburo meeting, from KCTV June 5. Also some hummingbird applause on the left there <a href="https://t.co/Cpbum5Txgs">pic.twitter.com/Cpbum5Txgs</a></p>&mdash; Colin Zwirko (@ColinZwirko) <a href="https://twitter.com/ColinZwirko/status/1401208827568001027?ref_src=twsrc%5Etfw">June 5, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

საქმე ისაა, რომ როგორც ვიდეო და ფოტომასალაზე ჩანს, ის გაცილებით უფრო გამხდარია, ვიდრე წინა პერიოდის ფოტოებში.

ზოგიერთმა ექსპერტმა წონის მნიშვნელოვანი კლება სწორედ კიმის ჯანმრთელობის პრობლემებს დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა 2020 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი 300 ფუნტს იწონიდა, რაც დაახლოებით, 136 კგ-ია. მათივე ცნობით, როდესაც კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გახდა, მისი წონა 90 კგ-ს შეადგენდა.

ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან არერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, ასევე იმაზეც, რომ მან გულის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია კიმის გარდაცვალების შესახებ. ის რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჩანდა საზოგადოების წინაშე. ზოგიერთი წყარო კი იუწყებოდა, რომ ის მძიმე ოპერაციის შემდეგ კომაში იყო. მოგვიანებით კი საჯაროდ გამოჩნდა და ყველას აჩვენა, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია.

ექსპერტები, რომლებიც მუდამ თვალს ადევნებენ ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ვითარებას და კიმ ჩენ ინს, ამბობენ, რომ შესაძლოა, დიქტატორმა კილოგრამები სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაკარგა, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ კიმი ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და კილოგრამების დაკლება მონდომებისა და დიეტის შედეგია.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

ვატიკანი ევროკავშირის დამფუძნებლის კანონიზირებას იწყებს - "ეს არის პირველი ნაბიჯი წმინდანად შერაცხვის ხანგრძლივ პროცედურაში"