ავტორი:

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

გლამურული და დახვეწილი ცხოვრების სტილის უპირობო ლიდერი - ასე აფასებენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები სალომე გორგილაძეს, რომელიც მოდური, თუ ბიზნეს ჟურნალების გარეკანებს იპყრობს და მას კარგად იცნობს ვარსკვლავების და გავლენიანი ადამიანების უმეტესობა. გოგონა პატარა ქვეყნიდან, რომელმაც საკუთარი თავის შექმნაზე უამრავი იშრომა.

სალომე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდის, SANA Group Hotels-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ბრენდის ამბასადორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრია, ის ხელმძღვანელობს ერთერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას, ჩართულია ბიზნეს პროექტების, უახლესი კონცეფციების და არქიტექტურული ნაწილის შექმნაშიც კი, სრული პროექტის ყველა დეტალს თავად განიხილავს და საკუთარ გუნდთან ერთად რამდენიმე მილიონიან საინვესტიციო პროგრამას ამენეჯმენტებს. SUD Lisboa სალომეს სწორედ ერთერთი ასეთი პროექტია.

ლეგენდარული დიზაინერის, ვალენტინოს დაბადების დღის დახურული წვეულება, OMEGA Watch-ის ლონჩი ტოპ-მოდელის, სინდი კროუფორდის მონაწილეობით, სატელევიზიო არხ HBO-ს პორტუგალიაში შესვლა, წვეულებები მონიკა ბელუჩისთვის, მაიკლ ფასბინდერისთვის, მადონასთვის და ბევრი, მნიშვნელოვანი ღონისძიებებით დატვირთული SUD Lisboa-ს განუმეორებელი და უნიკალური სივრცე თითოეულ სტუმარს თავისი კონცეფციით ხიბლავს, სწორედ აქ ატარებს საკუთარი დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად, ცნობილი ვარსკვლავი და ფეხბურთელი რონალდო. SUD Lisboa-ში მოაწყო საკუთარი კომპანიის პრეზენტაცია ლეგენდარული მხატვრის პიკასოს შვილთაშვილმაც, რომელიც სტუდენტობის პერიოდიდან სალომეს ახლო მეგობარია.

„ეს არ არის უბრალოდ ადგილი წვეულებისთვის, ეს არის შეგრძნებებზე დაფუძნებული გამოცდილება, რომლებიც მოგონებებად მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება“ - წერს მსოფლიო პრესა SUD Lisboa-ზე.

საერთაშორისო სასტუმროების ბრენდ SANA Hotels-ის ამ უნიკალური კონცეფციის მქონე ინოვაციური პროექტის უკან სალომე გორგილაძე და მისი გუნდი დგას. მისი მიდგომა და დეტალებზე ზრუნვა ქმნის ამ შეგრძნებებს და არა მხოლოდ ატმოსფეროს. წვეულებები, რომლებიც სალომეს კონცეფციის და პროექტის ფარგლებში იმართება, ყველასაგან გამორჩეულია. ალბათ ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს ყველა კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც პორტუგალიას სტუმრობს, სწორედ სალომეს გუნდის მიერ ორგანიზებულ ივენთებზე ხვდება.

ვინ არის და საიდან დაიწყო სალომე გორგილაძემ?

სალომე თბილისში, დიპლომატიურ ოჯახში დაიბადა. ოცნებობდა, კარიერა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულებით გაეგრძელებინა. ამ სურვილმა კი, ის ჯერ ჟენევაში, ვებსტერის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების, მენეჯმენტისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტამდე მიიყვანა, ხოლო შემდეგ მისთვის გაეროს და იუნესკოს კარი გაიღო, სადაც სალომემ საერთაშორისო პროექტების მიმართულებით უდიდესი გამოცდილება მიიღო, პარალელურად სალომე თანამშრომლობა უმსხვილეს საინვესტიციო ფონდთან GEM - Global Emerging Markets-თან თანამშრომლობდა. მუდმივი განვითარების სურვილმა და საჭიროებამ სალომე გორგილაძე პორტუგალიაში მოახვედრა, სადაც მან ბიზნეს-ადმინსტრირების მაგისტრის ხარისხი პორტუგალიის უნივერსიტეტში მიიღო, თუმცა ამასობაში პორტუგალია მის ცხოვრებაში სრული მასშტაბით შემოიჭრა.

პორტუგალიაში ადაპტაცია არ გასჭირვებია, მეგობრულ და თბილ პორტუგალიელებს შორის სალომე თავს, როგორც სახლში, ისე გრძნობდა.

„ძალიან გამიმართლა, რომ ამდენ საინტერესო ადგილას ვცხოვრობდი და თითოეულმა ამ ადგილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში“, გვიყვება სალომე. „მე მიყვარს პორტუგალიაში ცხოვრება. ესაა არაჩვეულებრივი ქვეყანა, რომელიც უცხოელებსაც თავს შინაურად აგრძნობინებს“, აღნიშნავს ის.

დახვეწილი რესტორნები და სასტუმროები, მასპინძლობის ინოვაციური კონცეფციები - ეს ისაა, რასაც პორტუგალია სთავაზობს ნებისმიერ ვიზიტორს და სალომემაც სწორედ აქ, SUD Lisboa-ში იპოვა საკუთარი თავი, პროექტში, რომელიც თანაბრად აღაფრთოვანებს მსოფლიოს თითოეული კუთხის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს.

„და სალომემ კავკასიური საგანძურის საოცრება, პორტუგალიური სიკაშკაშით შეცვალა“-წერს საერთაშორისო პრესა სალომე გორგილაძეზე

SUD Lisboa - ადგილი, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს

პორტუგალიის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, SUD Lisboa, SANA გრუპის კონცეფციური პროექტია, რომლის know-how-ც SANA ჯგუფმა სასტუმროს ბიზნესში 20-წლიანი გამოცდილების შედეგად შეიმუშავა.

SUD Lisboa-ს დახვეწილი, ჰედონისტური გარემო იზიდავს მაღალი წრის საზოგადოებას, სელებრითებს, ბიზნესმენებს, ინფლუენსერებსა და პოლიტიკოსებს.

გლამურული, მაღალი დონის, პრემიალური კლასის SUD Lisboa Hall აერთიანებს ბარსელონას სტილის აუზის ტერასას, განმტვირთველ ალ ფრესკო ხმელთაშუა ზღვისპირულ რესტორანს იტალიურ სტილში და გლამურულ საერთაშორისო დონის წვეულების სივრცეს.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ აქ ხშირად შენიშნავთ მონიკა ბელუჩის, ხულიო იგლესიასს, Backstreet Boys-სა და სხვა საერთაშორისო ვარსკვლავებს.

OMEGA Watch-ის ლონჩი პორტუგალიაში

სწორედ აქ გაიმართა მსოფლიოს ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება საერთაშორისო ლუქს კლასის ბრენდის, OMEGA Watch-ის ლონჩისთვის. წვეულება ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, თუმცა არავისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, რომ მას ორგანიზება სალომეს გუნდა, სწორედ მისი ინოვაციური პროექტის ფარგლებში გაუკეთა.

სალომე ამბობს, რომ როგორც ყველა სხვა დანარჩენი ღონისძიებისთვის, ისე OMEGA Watch-ის ლონჩის კონცეფცია ინდივიდუალურად შეიმუშავეს. წვეულება ერთდროულად მიმდინარეობდა, როგორც აუზის ტერასაზე, ისე რესტორნის შიდა და გარე სივრცეებში.

დახურულ წვეულებაზე, რომლის მთავარი სტუმარიც, ლეგენდარული ტოპ-მოდელი, OMEGA Watch-ის სახე, სინდი კროუფორდი გახლდათ, წამყვანი საერთაშორისო შეფმზარეული პატრიკ ლეფევრე ზრუნავდა, რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა SANA Hotels-ს, სალომე კი წვეულების საპატიო სტუმარი გახლდათ.

ვალენტინოს ეპიკური დაბადების დღე

სწორედ ასე აღწერენ სოციალურ ქსელებში ლეგენდარული დიზაინერის დაბადების დღის წვეულებას ინფლუენსერები და სხვა სტუმრები. დაბადების დღე, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებულ გარემოში, პაპარაცებისგან უხილავად გაიმართა, კვლავინდებურად სალომე გორგილაძის პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული. საპატიო სტუმარების სიაში კი სალომესთან ერთად იყვნენ: მადონა, მონიკა ბელუჩი და სხვა ვარსკვლავები.

ღონისძიება დახურული წრისთვის ჩატარდა, თუმცა ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა ექსლუზიური ფოტოები ვალენტინოს VIP ივენთიდან, რომელსაც როგორც გითხარით, მადონაც ესწრებოდა.

სალომეს KnowHow და განსხვავებული ხედვა განსხვავებული კონცეფციის მქონე SUD Lisboa-ში

კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის შემდეგ, 2015 წელს, სალომე SANA Hotels-ს შეუერთდა. კომპანია, რომელიც თავის გამორჩეულ სიტყვას ამბობს სასტუმროების ბიზნესში, 16 სასტუმრო ობიექტს ფლობს და 16-ივეს განსხვავებულ, უნიკალურ, ექსპერიმენტულ და ინოვაციურ პროექტებად სახავს.

ერთ-ერთი ასეთი უნიკალური, ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტია სწორედ SUD Lisboa-ც. ეს მეტწილად სალომეს ეფექტური მენეჯმენტისა და დახვეწილი გემოვნების დამსახურებაა. ის პირადად იცნობს სტაფის თითეულ წევრს, მათ სახელებით მიმართავს და ეხმარება, რომ განსხვავებული კონცეფციის ივენთებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას.

მის მიერ ორგანიზებული პრემიუმ-კლასის დახურული წვეულებები არამხოლოდ ფუფუნებით გამოირჩევა, არამედ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, გამოცდილებითა და კონცეფციური მიდგომებით, რაც პორტუგალიურ მოგზაურობას განსხვავებულ თავგადასავლად აქცევს როგორც ჩვეულებრივი ტურისტებისთვის, ისე - სელებრითებისთვის.

„კრეატიულობა, ხედვა და გამბედაობა, რომელსაც სალომე ბიზნეს სამყაროში ავლენს, იმის დასტურია, რომ, ის დაბადებულია entrepreneur-ად და მზად არის, თავად შექმნას, ჯგუფი SANA-ს, ისტორიის ახალი თავი, რომელიც ზუსტად ისეთივე თავბრუსდამხვევად წარმატებული იქნება, როგორც მისი კარიერა.“-ასე ასრულებს გავლენიანი ევროპული ჟურნალი სტატიას სალომე გორგილაძეზე.

R

კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

"ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა