ავტორი:

"სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ" - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო ჟურნალისტებს

"სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ" - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო ჟურნალისტებს

სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ, - ამ სიტყვებით სასულიერო პირმა, დეკანოზმა შიო მენაბდემ ჟურნალისტებს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული შვილის - გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიმართა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როცა გიორგი მენაბდე კვლავ პატიმრობაში დატოვა, სასულიერო პირმა განაცხადა, რომ „ყველამ კეთილი საქმეები უნდა აკეთოს".

„ერთ რამეს გირჩევთ ყველას, რომ კეთილი საქმე აკეთოთ. სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ",- განაცხადა მენაბდემ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე