ავტორი:

"ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე..." - ირაკლი ზარქუა

"ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე..." - ირაკლი ზარქუა

ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს... გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს - როცა შეეხებით უსამართლოდ ადამიანებს, მიიღებთ ცხვირ-პირში სიმართლეს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ კახა კალაძემ მეიჯარეებს, მძღოლებს და დისპეჩერებს 43 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღო.

ამასთან, ირაკლი ზარქუა ასევე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის კიდევ ერთ განცხადებას "ლიბერთი ბანკის" პროცენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათთვის არახალია პენსიონრების მაღალი პროცენტი და ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგეს.

"გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა, 4 მერე ჩვენ ჩაგვეხუტა მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო და კადრები არის. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და ისევ სიცრუე. „მარშუტკები“ რაც იყო ყვითელი ფერის გამოუსადეგარი ყველანაირად მოძველებული ტრანსპორტი, რომელიც გარემოს აბინძურებდა ვთქვით, რომ ეს უნდა ჩაენაცვლოს, მაგრამ კომპანიამ თქვა, რომ არ გვაქვს ამის ჩანაცვლების ფინანსური საშუალებაო, ამიტომ სქემა მოიგონეს, რომ თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე 36 მილიონად იყიდეს 300 ცალი ლურჯი მიკროავტობუსი, ისე, რომ ფასი არ გაზრდილიყო და შემდეგ მიაქირავეს ამ კომპანიას, რომ საბოლოოდ გამოისყიდოს. გამოისყიდა ეს 300 მიკროავტობუსი, კიდევ დამატებით ხდება 300-ის შესყიდვა და კიდევ დამატებით 400 „მარშუტკაზე“ მოხდება შესყიდვა. ანუ 1000 თანამედროვე, ეკოლოგიური სამარშუტო ტაქსი ივლის თბილისში. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ფასი არ გაზრდილიყო კომბინირებული სისტემა შეიმუშავეს - თუ ერთი საათის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებ, შესაბამის პოზიტივებს მიიღებ და უფასოდ იმგზავრებ. აი ამაზეა საუბარი და ახლა თავისი სიცრუის ტირაჟირება დაიწყო, აი ამან - 2012 წელს რომ დარბოდა - პირადობები რომ გააყალბა და მერე ბიძამისი რომ დარბოდა. ატალახებული რომ ჰქონდა ჩხარტიშვილს, არ დაიჭიროთო - აი ეს ტიპია. მე არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ როცა შეეხებით უსამართლოდ ადამიანებს, მიიღებთ ცხვირ-პირში სიმართლეს. ის რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ, ეს არახალია პირველი დღიდან, რომ შემოვედი დავიწყე ამაზე მუშაობა. ოპოზიციიდან ბიჭები შემოვიდნენ როგორც კი მიხვდნენ სააკაშვილთან დგომა იმ ფანჩატურში სისულელე იყო და დროული გადაწყვეტილება მიიღეს და როგორც კი შემოვიდნენ დაიწყეს მუშაობა პენსიონერების თემაზე. დავიწყეთ მუშაობა, მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციებიდან წარმომადგენლობა, გარკვეული ძვრები გვაქვს, ველოდებით ამ კვირაში კონკრეტული ოფერით, რომ მოვიდეს ეს ბანკი და გვითხრას რა შეუძლია, რომ ამ ეტაპზე გააკეთოს", - განაცხადა ზარქუამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

რატომ ვერ შედგება ვაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა - ადამ კინზინგერის განმარტება

"აშშ-ში პრემიერის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა" - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში