ავტორი:

ბათუმში აივანი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ბათუმში აივანი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

ბინის მეპატრონე აცხადებს, რომ აივანი ძველი იყო და შემთხვევა დემონტაჟის დროს მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას წესის დარღვევას გულისხმობს.

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"