როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC -ის რუსული სამსახური იუწყება, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები "კოვიდ-19“-ის (Sars-Cov-2) წარმოშობის ორი ძირითადი ვერსიის შესახებ - ინფექციისა, რომელმაც დედამიწაზე უკვე ოთხი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: პირველი - ვირუსის პირდაპირი გადადება ცხოველიდან ადამიანზე და მეორე - კორონავირუსის "გაჟონვა“ უხანის (ჩინეთი) ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან, რომლის თანამშრომლები, სავარაუდოდ, სასიკვდილო ვირუსის შექმნაზე მუშაობდნენ, გენური ინჟინერიის გამოყენებით.

ეს დასკვნები გამოქვეყნებულია იმ სამეცნიერო სტატიის "შავ ვარიანტში“, რომლის სათაურია "Sars-Cov-2-ის წარმოშობა: კრიტიკული მიმოხილვა“. მისი ავტორები არიან ორ ათეულამდე მკვლევარი დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ვირუსოლოგის, პროფესორ ედუარდ ჰოლმსის ხელმძღვანელობით.

ედუარდ ჰოლმსი

მეცნიერები Sars-Cov-2-ს ადარებენ კორონავირუსის "ოჯახის“ 4 სხვა წარმომადგენელს, რომლებიც შედარებით კარგად არიან შესწავლილნი და ადამიანებში ჩვეულებრივ სეზონურ სურდოს იწვევენ. ცნობილია, რომ ყველა ამ ვირუსს აშკარად ცხოველური წარმოშობა აქვს, მაგრამ როგორ გაჩნდნენ ისინი და როგორ მოახერხეს მათ სახეობათაშორისი ბარიერის გადალახვა (ანუ როგორ იქცნენ ისინი ადამიანის დამასნებოვნებლად), ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის.

ლაბორატორიული გაჟონვის დამადასტურებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ისაა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერადავერ იქნა ნაპოვნი ისეთი ცხოველი, რომელიც მსგავსი ვირუსის მატარებელი იქნებოდა და რომელისგანაც, თეორიულად, შეიძლებოდა ადამიანს გადადებოდა. თუმცა ნაშრომის ავტორები იქვე აღნიშნავენ, რომ მეცნიერებმა ვერ შეძლეს უხანის ბაზარზე გამოტანილი ყველა ცხოველის შემოწმება. კერძოდ, ვერ მოხერხდა ენოტის მსგავსი ძაღლების ანალიზის შესწავლა. არადა, დიდი ხანია ცნობილია, რომ მათ ახალი კორონავირუსის გადატანა შეუძლიათ და სწორედ ის ძაღლები იყიდებოდა ბაზარში.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მეცნიერებამ დღემდე ვერ დაადგინა ებოლას ვირუსის, C ჰეპატიტის, პოლიომიელიტისა და სხვა ინფექციების წარმოშობის წყაროები, ხოლო იმ ცხოველის ძებნა, რომელიც 2002 წელს "ატიპიური პნევმონიის“ (SARS-ის) წყარო გახდა, თითქმის ათი წელი გაგრძელდა.

გარდა ამისა, აბსოლუტურად, არ არსებობს არავითარი მონაცემები, რომლებიც მოწმობენ იმას, რომ პანდემიის დაწყებამდე WIV-ში (უხანის ლაბორატორიაში) Sars-Cov-2-ის მონათესავე ვირუსებზე მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტში ლაბორატორიის ყველა თანამშრომელი, ვისგანაც თეორიულად შეიძლებოდა ვირუსი "გაჟონილიყო“, ანტისხეულებზე შეამოწმეს და... ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.

  • კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა სიახლეები:

იაპონიის ხელისუფალთა მიერ გაცემული განკარგულების თანახმად, ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრებათა დიდი ნაწილი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ქვეყნის დედაქალაქში "კოვიდ-19“-ით დაავადებულთა მკვეთრი ზრდის ფონზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, ამიტომაც ტოკიოში განლაგებული სპორტული ობიექტები ცარიელი იქნება. ამასთანავე, ფუკუსიმას, მიაგისა და სიძუოკას პრეფექტურებში მდებარე სტადიონები მხოლოდ 10 ათასი მაყურებლით შეივსება (ნახევარზე ნაკლები რაოდენობით).

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მთავრობას დაავალა, რომ ქვეყნის მოსახლეობაში კორონავირუსისადმი კოლექტიური იმუნიტეტი 80-90%-მდე იქნას მიღწეული რუსეთმა განაახლა ტურისტული ავიამიმოსვლა ეგვიპტის კურორტებთან, რომელიც 2015 წლიდან იყო შეწყვეტილი "კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო სინაის ნახევარკუნძულზე. უფრო ადრე მოსკოვმა განაახლა ფრენები თურქეთში - კიდევ ერთ ქვეყანაში, რომელიც რუს ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა.

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან