ავტორი:

"საერთოდ გახვედით კონტროლიდან..." - პრემიერი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს

"საერთოდ გახვედით კონტროლიდან..." - პრემიერი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს

ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას პლენარულ სხდომაზე.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იაფფასიანი, მდარე ხარისხის კითხვები საზოგადოებას არ აინტერესებს.

„2013-14-ში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, სადაც გნახეთ. მაშინ კარგი ბიჭი იყავით, რა გიპასუხოთ არ ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. ეს იაფფასიანი მდარე ხარისხის კითხვები არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. რა არის ტყუილი? ჩემი ნათქვამი ტყუილია, რომ გახვედით კონტროლიდან?!“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა სხდომაზე პლაკატებზე ამობეჭდილი კონკრეტული ციფრები წარადგინა, რომელიც მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ასახავს. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა.

ასევე ნახეთ: "6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი" - ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერის ძვირადღირებული საათის ფოტო წარადგინა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა“ - ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

"კეთილი ინებოს პრეზიდენტმა, მივიდეს პრაიდზე, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება" - რომან გოცირიძე