ავტორი:

"არ მქონდა იმედი, რომ პასუხს გასცემდით ბატონო ირაკლი, რადგან თქვენი ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა, როდესაც სამსახურიდან გაგაგდოთ" - დეკანოიძე პრემიერს

"არ მქონდა იმედი, რომ პასუხს გასცემდით ბატონო ირაკლი, რადგან თქვენი ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა, როდესაც სამსახურიდან გაგაგდოთ" - დეკანოიძე პრემიერს

საერთოდ არ მქონდა არავითარი იმედი, რომ პასუხს გასცემდით ბატონო ირაკლი, იმიტომ, რომ თქვენი იმედი ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა, როდესაც გაგადოთ სამსახურიდან - ჯანყარაშვილი, ხვედელიძე, ფარცხალაძე და ა.შ. - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

მან, ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მეთაური გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან ზაზა გახელაძის გატაცებასა და დაპატიმრებას ინციდენტი უწოდა, და ამასთანავე პრემიერს შეახსენა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში თავდაცვის მინისტრი არ მივიდა გიორგი ანწუხელიძისა და 2008 წლის ომის გმირების ნეშტის დაკრძალვაზე.

„ბატონო ირაკლი, ერთს შეგახსენებთ, რომ გახელაძეს ტრაგედიაა, ინციდენტი არ არის, ეს არ უნდა უწოდოთ პრემიერ-მინისტრმა და იმასაც შეგახსენებთ, რომ ანწუხელიძისა და გმირი ბიჭების ნეშტი რომ დაკრძალეს, თქვენი თავდაცვის მინისტრი, სხვათა შორის, არ მივიდა იქ დაკრძალვაზე და მაშინ თქვა, რომ მოუცლელი ვიყავი და არ მივედიო, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ საუბრობთ დემაგოგიით! მე მგონი, სამშობლო ყველას ერთი გვქონდა, მაგრამ თქვენ საერთოდ თქვენი სამშობლო გიყვართ, მხოლოდ ერთ კაცს ემსახურებით!“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე"

"დღეს საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის" - დეკანოიძე

"ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეზე ფეხი წამომედო და დავცემულიყავი... ასეთებს არ გიცნობდით!" - რას წერს "ოცნების" დეპუტატი მედიაზე?