ავტორი:

"დღეს საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის" - დეკანოიძე

"დღეს საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის" - დეკანოიძე

დღეს, დღის ბოლომდე საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის - ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, ვინც ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია ქვეყნის გადარჩენისთვის, ამ პლატფორმაში იქნება ჩართული, - ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ" ხმების 43% ვერ აიღოს.

"ჩვენ მაქსიმალურად მთელი ენერგიით უნდა ჩავერთოთ, რომ ხელისუფლებას მანიპულაციის საშუალება არ მივცეთ.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატი იქნება თბილისში თუ რეგიონში, ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე"