ავტორი:

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

სამეგრელოში, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულის ცოლი "ტვ პირველთან" საუბრობს:

"განადგურებული ვარ, დამტოვა 4 შვილით. ისეთი ოჯახები დამაკარგვინა...ყველას პატივს ვცემდი. ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი 13 წლის განმავლობაში და მე ეს ფაქტი გავიგე 23-ში.

ახლობელმა დამირეკა, ამას და ამას აბრალებენო, მე არ დავიჯერე, მაგრამ ვთქვი სახლშიც - თუ შენ დაგატყდა ეს, ადექი და თავი მოიკალი-მეთქი, ერთსაც და მეორესაც (ვუთხარი). უარყვეს, გავიდა 20 წუთი და მოვიდა პოლიცია და დააკავეს“, - ამბობს ბრალდებულის ცოლი.

ცნობისთვის, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო. პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

სამეგრელოს პოლიციამ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ დაზარალებულის ნათესავები და ადგილობრივები. სოფლის მოსახლეობამ, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ბრალდებულების სახლი დაწვა.

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს

"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას