მიხეილ სააკაშვილი – მედვედევი მიდის, პუტინი ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი – მედვედევი მიდის, პუტინი ბრუნდება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკის სტუდიიდან ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ტოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა .

წამყვანის კითხვას, როგორ გესახებათ ურთიერთობა რუსეთთან, როცა მედვედევი ამბობს, რომ მხოლოდ ახალ ლიდერთან დაიწყებს მოლაპარაკებას, სააკაშვილი პასუხობს – "ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მედვედევი მიდის და პუტინი ბრუნდება. ლიბერალ მედვედევს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი სურვილი, მაგრამ ეს "ცუდი ბიჭის", პუტინის სურვილებს ეწინააღმდეგება".

სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, ის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა ისევ სააკაშვილი, რომ კრემლში საწამლავებს ამზადებენ და მივა თუ არა მიპატიჟების შემთხვევაში.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კრემლში მას არ მიიწვევენ. "რაც შეეხება საწამლავებს, როგორც მედიიდან მესმის, ისინი ახლა ერთმანეთის მოწამლვით არიან დაკავებულნი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, საკონსტიტუციო რეფორმის შედგად დაბრუნდება თუ არა პრემიერ-მინისტრად, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის ამაზე ორიენტირებული არ არის. "კონსტიტუციური რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენტი უნდა გაძლიერდეს. ჩემი მიზანია, ჩვენი იდეოლოგია და რეფორმატორთა ის გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, ქვეყნის მართვაში დარჩეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე