ავტორი:

"ერთხელ ვიხუმრე, ქართველი "უფლისწულები" აშშ-ში, როგორც "ოქროს ურდოში", ისე მიდიან, რათა კურთხევა მიიღონ - მეთქი" - რას ემსახურება ოპოზიციონერთა ამერიკული ვიზიტები?

"ერთხელ ვიხუმრე, ქართველი "უფლისწულები" აშშ-ში, როგორც "ოქროს ურდოში", ისე მიდიან, რათა კურთხევა მიიღონ - მეთქი" - რას ემსახურება ოპოზიციონერთა ამერიკული ვიზიტები?

ბოლო 10 დღის განმავლობაში აშშ-ში ქართველ ოპოზიციონერთა გახშირებული ვიზიტები ვიხილეთ. ჯერ ვაშინგტონს ეწვია "ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია, რომელსაც უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა. ვაშინგტონში იმყოფებოდნენ გახარიას პარტიისა და "ლელოს" წარმომადგენლებიც. რას ემსახურება ოპოზიციონერთა ეს ვიზიტები? საინტერესოა, რომ აშშ-ში მყოფმა პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ქართული შტურმით გაოცებულმა სენატორმა ჯინ რიშმა საჯაროდ შეგვახსენა, თქვენ ბედს თავად განაგებთო... ამ თემებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ანალიტიკოსმა ვახტან ძაბირაძემ ისაუბრა. გტავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ერთხელ ვიხუმრე, ქართველი "უფლისწულები" აშშ-ში, როგორც "ოქროს ურდოში", ისე მიდიან, რათა კურთხევა მიიღონ-მეთქი, და იგივე ხდება ახლაც. ყველა ოპოზიციური პარტია ჩადის და ცდილობს ის იქცეს ვაშინგტონის ფავორიტად და საქართველოში დაბრუნდეს მხარგაშლილი, როგორც ძალა, რომელზეც ფსონს დადებენ. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდმივად არის სამი მოთამაშე: ადრე თუ რუსეთი იყო მესამე ძალა, ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ერთად, უკვე დასავლელი პარტნიორები არიან, თუმცა რიშის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო.

პოლიტიკურ პარტიებს - არც სახელისუფლებოს და არც ოპოზიციურს, საქართველოში რეალური მხარდაჭერა არა აქვთ.უნიკალური აღმოჩნდა დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, განსაკუთრებით ნოემბრის არჩევნების შემდეგ. არ მახსენდება სხვა მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი ასე ჩარეულიყოს რომელიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ ამას განაპირობებს სწორედ ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის არასწორი, ინფანტილური ქცევა.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები აშშ-ში ვისაც შეხვდნენ, ყველას იმას უმტკიცებდნენ, "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა არა აქვს, 43%-ს ვერ აიღებს და თუ არჩევნების შედეგად მაინც ასე გამოაცხადეს, ესე იგი გააყალბესო. სინამდვილეში დღეს "ქართული ოცნება" თუ წარმატებულია, ამას სწორედ ოპოზიციის უსუსურობა განაპირობებს.

ცალკე აღებულ "ოცნებას" შეიძლება არც ჰქონდეს მხარდაჭერა, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერის გათვალისწინებით მაინც ახერხებს ხელისუფლებაში დარჩენას. რიშის ნათქვამიც სწორედ ამაზე მიანიშნებს.ვერაფერს ვიტყვი იმაზე, აიღებს თუ არა "ქართული ოცნება" 43%-ს, მაგრამ ამის სათქმელად აშშ-ში ჩასვლა უფრო ოპოზიციას წარმოაჩენს არაადეკვატურად, ვიდრე ხელისუფლებას.

მივრბივართ და ვჩივით შარლ მიშელთან, რომ თურმე "ქართული ოცნება" არღვევს შეთანხმებას. ცხადია, არღვევს, კელი დეგნანის განცხადებაც აშკარად აჩვენებს, რომ სასამართლოს საკითხში ხელისუფლება მართლაც არასწორად იქცევა, არ ითვალისწინებს პარტნიორების აზრს, მაგრამ აქაც არის ერთი საკითხი - მოსამართლეების დანიშვნის თემა ძირითადად პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს აინტერესებთ, რიგითი სტატისტიკური ქართველისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ეს იცის "ქართულმა ოცნებამ" და ამიტომაც იქცევა ასე. კი, ოპოზიციამ ამაზე აქცენტები უნდა დასვას, მაგრამ ამასთან სხვა თემები აქვს წამოსაწევი, თან მასშტაბურად და არა ლოზუნგების დონეზე.

- რაც შეეხება სააკაშვილსა და გახარიას, როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც შემთხვევითობა იყო თუ მათ შორის ალიანსს შეიძლება ველოდოთ? ბარემ აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში არაერთი გამაოგნებელი პოლიტიკური ალიანსი გვინახავს..

- ნაკლებად რეალური მგონია, რომ სააკაშვილმა და გახარიამ კონფიდენციალური შეხვედრა დაგეგმეს და თანაც ერთ სასტუმროში გადაწყვიტეს ცხოვრება. როგორც ჩანს, ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, როგორც ქართველი პოლიტიკოსებისგან გავიგეთ, ამ სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე, მას საქართველოდან ჩასული პოლიტიკოსები თურმე ხშირად სტუმრობენ. მართალი ბრძანდებით, საქართველოში რა ალიანსები არ გვინახავს, მაგრამთვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი გახარიას ორ ძალასთან ალიანსს გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობასთან".რაც შეეხება დასავლეთის გახარიათი დაინტერესებას, ეს ცხადად ჩანს, მაგრამ უკვე ვთქვი და გავიმეორებ - მართალია ოპოზიციურ ძალებს დასავლელ პარტნიორებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მხარდაჭერა აქ, საქართველოში უნდა ეძებონ. წაიკითხეთ სრულად

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონ ლარს მიიღებს

წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი -  როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?

"ამათ ვუთხარი, ჩამოვა და მაინც მომინახულებსთქო" - 85 წლის ბებოს რეაქცია გახარიას მოულოდნელი სტუმრობის შემდეგ